რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
 
==კოშკი-სამრეკლო==
[[ფაილი:samreklo ruisi.jpg|150px|thumb|left|კოშკი-სამრეკლო]]
[[კოშკი]]-[[სამრეკლო]] მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, ჩაშენებულია გალავანში. რომელიც XVII საუკუნეშია აგებული ეპისკოპოს ილარიონ ლარაძის მიერ. შენობა სამსართულიანია (7,4 მ; X 6,8 მ), ნაგებია ქვიშაქვისა და [[შირიმი]]ს კვადრებით, ნატეხი და [[რიყის ქვა|რიყის ქვებით]], [[აგური]]თ. პირველ სართული კომპლექსის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მასიურ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მასიური კონტრ-ფორსებია მიშენებული. სავარაუდოა, აქ ზედა სართულებზე ასასვლელი [[კიბე]] იყო. მეორე სართული საცხოვრებელია, მის კედლებში [[ბუხარი]] (ამოშენებულია მოგვანებით) და თახჩა-ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო [[კარი]]ა; დასავლეთის კარი ვიწრო დერეფანში გადის. მესამე სართული საკუთრივ [[სამრეკლო]]ს წარმოადგენს. დასავლეთით და აღმოსავლეთით იგი წყვილ-წყვილი [[თაღი]]თ იხსნება, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს თითო [[თაღი]] აქვს. გადახურვა დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია.