ირაკლი ფარჯიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 77:
იგი [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] თემებზე შექმნილ ნამუშევრებში იცავს ფერთა ქრისტიანულ სიმბოლიკასაც. ამ ტილოებზე კოლორიტი სულ რამდენიმე ფერს ეფუძნება, მაგრამ იქმნება არაჩვეულებრივი ფერწერულობის ეფექტი. ნათლის მნიშვნელობა ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში, როგორც ცნობილია, უმთავრეს სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ირაკლი ფარჯიანის ტილოებზე ღვთაებრივი ნათელი ახლებურადაა გადმოცემული – ეს არც შუასაუკუნეების ოქროს ლიცლიცია და არც რენესანსეული მატერიალური სინათლე – მისი ანგელოზები თეთრი ნათლით არიან მოსილნი, მათ თავისებური შუქმფენობა ახასიათებთ.
ირაკლი ფარჯიანის მთელი შემოქმედება ფიქრია მარადიულ თემებზე – [[რწმენა]]ზე, [[სიყვარული|სიყვარულზე]], ჭეშმარიტების ძიებაზე. ყველა ნამუშევარი მაღალი სულიერების, დიდი [[კულტურა|კულტურის]], გულწრფელობის და სიყვარულის მატარებელია. თითოეულ ნახატში მხატვრის ფიქრი, მისი მდიდარი სულიერი სამყაროა ასახული. მათში ირაკლი ფარჯიანი მხატვარ–მოაზროვნედ გვევლინება.
ირაკლი ფარჯიანის ფერწერას განუმეორებელი ხიბლი აქვს, მის ფერწერულობას განსაკუთრებული გრძნობა ახასიათებს – ფორმები თითქოს ძალდაუტანებლად იბადება ფერთა ლივლივში. მას ფორმის თავისებური გრძნობა აქვს. მაღალი მხატვრული კულტურა, შინაგანი კეთილშობილება, ღრმა სულიერება, გულწრფელობა – რაც გხიბლავს ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში.
ხაზი 83:
ირაკლის ხელითაა გადაწერილი და დასურათებული [[იოანე]]ს, [[მარკოზი]]სა და [[ლუკა]]ს [[სახარება]].
 
შექმნილი აქვს უამრავი პორტრეტი ოჯახის წევრებისა და მეგობრების.
 
==რესურსეი ინტერნეტში==