ირაკლი ფარჯიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 57:
ამგვარ კონტრასტულ ფერადოვან გარემოში გამოსახული ქალის და [[ძაღლი]]ს მუქი სილუეტები გამოირჩევა დახვეწილი გარაფიკულობით. მთლიანად ფრონტალური კომპოზიციური გადაწყვეტა სასურათო სიბრტყეზე თანმიმდევრულ ჩამოთვლა-დახასითების პრინციპს წარმოაჩენს; ყურადღებას იქცევს საზოგადოდ სურათის გადაწყვეტისას დეკორატიულობის და დაზგური ფერწერის გამოცდილების სინთეზი.
 
ირაკლი ფარჯიანის შემდგომ სურათებში: "შეხვედრა" (შექმნილი [[1980|1980 წელს]]), "დიდი თეთრი ნატურმორტი" (შექმნილი [[1981|1981 წელს]]), "ჭასთან" (შექმნილი [[1981|1981 წელს]]) "ბაღში" (შექმნილი [[1982|1982 წელს]]) - ნახატი კიდევ უფრო პირობითი, უფრო სტილიზებულია, ჩნდება მხოლოდ ფარჯიანისათვის დამახასიათებელი ნახევრადზღაპრულ პერსონაჟთა სახასიათო ტიპაჟი.
 
ფარჯიანი აგრძელებს მუშაობას სქლად ნაწერი ფერწერული აქცენტების და ფონების ესთეტიურად დახვეწილი შეხამებებით. მისი სურათებისათვის დამახასიათებელი, იდუმალი, იერატიული განწყობა კვლავ შენარჩუნებულია.