ირაკლი ფარჯიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მხატვარი [[1991|1991 წლის]] [[23 დეკემბერი| 23 დეკემბერს]], 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
==შემოქმედება==
ირაკლი ფარჯიანი თავისი შემოქმედებით [[აბსტრაქციონიზმი|აბსტრაქციონისტი]] და იმაგინაციური [[რეალიზმი|რეალისტია]], თუმცა [[ნატურმორტები]]სა და [[პეიზაჟები]]ს ავტორიც გახლავთ.
 
{{ციტატა|სრულიად ახალგაზრდას შეურყია ჯანმრთელობა "ძლიერმა სენმა" ზეთის საღებავებით ხატვა მისთვის აღარ შეიძლებოდა მაგრამ არჩევანის წინაშე არც დაუყენებია საკუთარი თავი, არც ავადმყოფობას უწევდა ანგარიშს, პირიქით, ეპაექრებოდა კიდეც}} აღნიშნა საუბრისას ირაკლის მეუღლემ ქალბატონმა ასმათ ფარჯიანმა.
 
 
ირაკლი ფარჯიანის სურათები არსობრივად იმდენად დატვირთულია, ერთის მხრივ, თითქოს გასაგები, ახლო და ამავე დროს, მისტიურად გარინდებული, იდუმალი და ჰაეროვანი, რომ ძნელია ისინი მიუსადაგო სიტყვიერ აღწერას, სიტყვის კონკრეტულობას. მისი ნამუშევრები ერთნაირად მისაღებია, როგორც გათვითცნობიერებული ასევე უბრალო მაყურებლისათვის. ისინი ადამიანში განცდისა და ჭვრეტის სურვილს ბადებენ. ირაკლი ფარჯიანის [[ნატურმორტები]] უაღრესად გამომსახველია. მათი ემოციური ზემოქმედება ძალზე ძლიერია. ჩვენს წინაშეა უზოგადესი სამყარო.
 
ძნელია იფიქრო რაიმე კონკრეტულ სიუჟეტზე. გარინდებული, გამთლიანებული საგნები, მათში იგრძნობა შინაგანი მოძრაობა, ექსპრესია, რომელიც ამავე დროს მშვიდად აღიქმება. აქ გარემომცველ სამყაროს მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ინტერიერი ან ფონი, ეს სინამდვილეში აბსტრაქტული სივრცეებია.
სურათებზე ერთმანეთის გვერდით თანაარსობენ ისეთი საგნები, რომელთა გვერდიგვერდ წარმოდგენა რეალურ ცხოვრებაში ძნელია, მაგრამ მხატვარი ამას ისე ფაქიზად უშუალოდ აკეთებს, რომ ჩვენ ყოველივეს ემოციური სიმშვიდით ვხვდებით. მხატვარი ერთ სურათში სხვადასხვა საგნებს ხშირად სხვადასხვა მიდგომით ასრულებს და ამუშავებს. ერთი რომელიმე გამოსახულება შეიძლება იყოს მოცულობითი, ხელშესახები, ძალიან რეალისტური, მის გვარდით მეორე კი სიბრტყობრივი ან დეკორაციული ხასიათის, ან აბსტრაქტული ლაქის მსგავსი. სურათის ერთ ნაწილში შეიძლება გაიშალოს სივრცე და უცებ, იქვე სიბრტყედ გადაიქცეს, ფონი გაიზარდოს გარემოში, მოულოდნელად შეიცვალოს რაკურსი და ბოლოს ძალზე დამაჯერებლად შეიკრას ერთიან ჰარმონიულ დასრულებულ ნაწარმოებში, სადაც ყველაფერი ურთიერთგაწონასწორები
სა და მოწესრიგებულობის პრინციპზეა დამყარებული.
ირაკლი ფარჯიანის ნატურმორტებში, ისევე როგორც მის სხვა ნამუშევრებში იგრძნობა ფერის შუქმოფენობა. ეს არის შიგნიდან, [[საღებავ]]ის წიაღიდან წამოსული შუქი. ეს თითქოს რეალური სინათლეა. ხანდახან გამოსახულებები თითქოს სითეთრეშიც კი იძირებიან და უერთდებიან მას.
 
[[1978]]-[[1979|1978 წლებში]] სურათების სახელმწიფო გალერეაში სეზონურ გამოფენებზე დემონსტრირებული იყო ირაკლი ფარჯიანის სურათები: "პასტორას ოჯახი" და "ოთახი", რომლები საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებათა ნიშნებად იქნა აღქმული.
 
სურათი "ოთახი" (შექმნილი [[1979|1979 წელს]]) წარმოდგენითი, ფრონტალური [[კომპოზიცია]]ა, გამოსახულებათა ფორმები განზოგადებულია და მთლიანი. ოთახის ერთგვარ ტრენსცენდენტურ იერს წარმოაჩენს ფერადოვნება; მოვარდისფრო მიწისფერი წითლის განმსაზღვრელი აქცენტებით ცივ მწვანესთან.
ამგვარ კონტრასტულ ფერადოვან გარემოში გამოსახული ქალის და [[ძაღლი]]ს მუქი სილუეტები გამოირჩევა დახვეწილი გარაფიკულობით. მთლიანად ფრონტალური კომპოზიციური გადაწყვეტა სასურათო სიბრტყეზე თანმიმდევრულ ჩამოთვლა-დახასითების პრინციპს წარმოაჩენს; ყურადღებას იქცევს საზოგადოდ სურათის გადაწყვეტისას დეკორატიულობის და დაზგური ფერწერის გამოცდილების სინთეზი.
 
ირაკლი ფარჯიანის შემდგომ სურათებში: "შეხვედრა" (შექმნილი [[1980|1980 წელს]]), "დიდი თეთრი ნატურმორტი" (შექმნილი [[1981|1981 წელს]]), "ჭასთან" (შექმნილი [[1981|1981 წელს) "ბაღში" (შექმნილი [[1982|1982 წელს) - ნახატი კიდევ უფრო პირობითი, უფრო სტილიზებულია, ჩნდება მხოლოდ ფარჯიანისათვის დამახასიათებელი ნახევრადზღაპრულ პერსონაჟთა სახასიათო ტიპაჟი.
 
ფარჯიანი აგრძელებს მუშაობას სქლად ნაწერი ფერწერული აქცენტების და ფონების ესთეტიურად დახვეწილი შეხამებებით. მისი სურათებისათვის დამახასიათებელი, იდუმალი, იერატიული განწყობა კვლავ შენარჩუნებულია.
 
ირაკლი ფარჯიანის სურათები რთულ ასოციაციებს ბადებს: მათში საცნაური ხდება ქრისტიანული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული დეტალების ახლებური გააზრება, (მაგ. "ჯვარცმა", შექმნილი [[1985|1985 წელს]] )
 
მხატვრის ნატურმორტებში ყოფითი საგნებიც კი ამოუცნობ მნიშვნელობას იძენს თითქმის სრულ აბსტრაჰირებამდე განზოგადებულ გარემოსთან კავშირში.
მხატვრის ბოლოდროინდელ სურათებში მთლიანადაა შეცვლილი ფერადოვნება - ოსტატი ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მონოქრომული ფერადების მრავალრიცხოვან ნიუანსთა გამოვლენით ძერწავს [[გეომეტრია|გეომეტრიზებულად]] სტრუქტურირებულ სივრცობრივ გეგმებს, წარმოაჩენს განათებისა და ანარეკლთა ურთიერთში გარდამავალ მონაცვლეობებს.
ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში იმთავითვე გამჟღავნებული მცდელობა ამაღლებულის, ესთეტიკის პრინციპთა დამკვიდრებისათვის, მთელი თაობის ახალგაზრდა მხატვართათვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა.
მის ნამუშევრებში ხშირად მეორდება ერთი და იმავე თემატიკის ნამუშევრები. მისი საყვარელი თემა იყო "ხარება" , რომლის რამდენიმე ვერსია სხვადასხვა მასალით აქვს შესრულებული.
ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება თავისი მხატვრული მეტყველებით უაღრესად თანამედროვეა, მაგრამ ამავე დროს მის ნამუშევრებში შეიმჩნევა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ხელოვნების, კერძოდ კი ქართული შუასაუკუნეების კედლის მხატვრობის ესთეტიკის გარკვეული მემკვიდრეობითობა – ლაკონური და ამავე დროს უაღრესად მეტყველი კომპოზიციები თავშეკავებულ კოლორიტს ემყარება. ფიგურები წინა პლანზეა გამოტანილი, ნეიტრალური ფონები, ფიგურათა უწონადობა, სახეების, მზერის, ჯესტების ხაზგასმული ექსპრესია, დახვეწილი ემოციურობა და დეკორატიულობის თავისებური გრძნობა.
 
ყოველივე ეს ირაკლი ფარჯიანთან იძენს მისთვის ჩვეულ მხატვრულ გამომსახველობას, მისეულ [[მხატვრობა|მხატვრულ]] ფორმებშია განსხეულებული.
იგი [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] თემებზე შექმნილ ნამუშევრებში იცავს ფერთა ქრისტიანულ სიმბოლიკასაც. ამ ტილოებზე კოლორიტი სულ რამდენიმე ფერს ეფუძნება, მაგრამ იქმნება არაჩვეულებრივი ფერწერულობის ეფექტი. ნათლის მნიშვნელობა ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში, როგორც ცნობილია, უმთავრეს სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ირაკლი ფარჯიანის ტილოებზე ღვთაებრივი ნათელი ახლებურადაა გადმოცემული – ეს არც შუასაუკუნეების ოქროს ლიცლიცია და არც რენესანსეული მატერიალური სინათლე – მისი ანგელოზები თეთრი ნათლით არიან მოსილნი, მათ თავისებური შუქმფენობა ახასიათებთ.
ირაკლი ფარჯიანის მთელი შემოქმედება ფიქრია მარადიულ თემებზე – [[რწმენა]ზე, [[სიყვარული|სიყვარულზე]], ჭეშმარიტების ძიებაზე. ყველა ნამუშევარი მაღალი სულიერების, დიდი [[კულტურა|კულტურის]], გულწრფელობის და სიყვარულის მატარებელია. თითოეულ ნახატში მხატვრის ფიქრი, მისი მდიდარი სულიერი სამყაროა ასახული. მათში ირაკლი ფარჯიანი მხატვარ–მოაზროვნედ გვევლინება.
ირაკლი ფარჯიანის ფერწერას განუმეორებელი ხიბლი აქვს, მის ფერწერულობას განსაკუთრებული გრძნობა ახასიათებს – ფორმები თითქოს ძალდაუტანებლად იბადება ფერთა ლივლივში. მას ფორმის თავისებური გრძნობა აქვს. მაღალი მხატვრული კულტურა, შინაგანი კეთილშობილება, ღრმა სულიერება, გულწრფელობა – რაც გხიბლავს ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში.
 
ირაკლის ხელითაა გადაწერილი და დასურათებული [[იოანე]ს, [[მარკოზი]]სა და [[ლუკა]]ს[[ სახარება]].
 
შექმნილი აქვს უამრავი პორტრეტი ოჯახის წევრებისა და მეგობრების.
 
==რესურსეი ინტერნეტში==