რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
'''რუისი''', ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დგას [[ქარელის რაიონი|ქარელის რაიონის]] [[რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|სოფ. რუისის]] შუაგულში. [[ტაძარი]] ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. [[ეკლესია]] თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი [[ქვიშაქვა|ქვიშაქვის]] კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო [[ბალასტი]]ს კვადრები, [[შირიმი]] და [[აგური]].
==ისტორია==
გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]]. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო [[ფენა]]. უძველესი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. [[X]] საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში [[გიორგი ეპისკოპოსი|გიორგი ეპისკოპოსს]] იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთი კარიბჭის [[აფსიდი]]ს [[კონქი]]ს ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი [[ასომთავრული]] წარწერა: ”ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ”; წარწერის ბოლოში მიწერილია: ”მარიამ დედოფლისა” (დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დედა [[ბურდუხან დედოფალი]]: ”ზრუნვა და საზრუნავი ხელ ეყო დედოფალსა ბურდუხანს”. [[თემურლენგი]]ს შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე [[ალექსანდრე I, დიდი|ალექსანდრე I-ს]] ([[1412]]-[[1442]]). ”ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს”. ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი [[ოსტატი]]: ”გალატოზთა ზედა მომგესა შალვას შეუნდვეს ღმერთმან, ამინ”. XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს [[დიონისე ლარაძე]]ს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, [[როსტომ მეფე|როსტომ მეფის]] ([[1632]]-[[1758]]) მეუღლეს. XVII საუკუნეში [[მროველი ეპისკოპოსი]]ს სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ”ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე და აწ ისევ მწყსის ხეობასა და სადგერს”... რუისის ეპარქიის იმ ხანის [[ეკონომიკა]]ზე საინტერესო ცნობას იძლევა რუისის მღვდელმთავრის [[ნიკოლოზ ორბელიანი]]ს მიერ [[1715]] წელს შედგენილი ”სამწყსოს დავთარი”. [[1803]] წელს ტაძარში ტრაპეზ-ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. [[1811]] წელს [[რუისის ეპარქია]] გაუქმდა. [[1920]] წლის თებერვლის [[მიწისძვრა]]მ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა [[1936]] და [[1938]] წლებში საქართველოს კულტურული ძეგლთა განყოფილებამ, ხოლო [[1950]]-[[1953]] წლებში სპეციალურმა სამეცნიერო სახელოსნომ (ხელმძღვანელი ვ. ცინცაძე).
 
==არქიტექტურა==