რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
კოშკი-სამრეკლო მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, ჩაშენებულია გალავანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შენობა სამსართულიანია (7.4 მ. * 6.8 მ.), ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით, ნატეხი და რიყის ქვებით, აგურით. პირველ სართული კომპლექსის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მასიურ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მასიური კონტრ-ფორსებია მიშენებული. სავარაუდოა, აქ ზედა სართულებზე ასასვლელი კიბე იყო. მეორე სართული საცხოვრებელია, მის კედლებში ბუხარი (ამოშენებულია მოგვანებით) და თახჩა-ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია; დასავლეთის კარი ვიწრო დერეფანში გადის. მესამე სართული საკუთრივსამრეკლოს წარმოადგენს. დასავლეთით და აღმოსავლეთით იგი წყვილ-წყვილი თაღით იხსნება, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს თითო თაღი აქვს. გადახურვა დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია.
==გალავანი==
კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია რიყის ქვით. კედლის ორფერდა თავი გადალესილია ცემენტის ხსნარით. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 1.5 მ-ს არ აღემატება. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან დანაწევრებულია საფეხურებად, ზოგან შეტეხილია. ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეებში, აგრეთვე სამხრეთის ნაწილში, შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები.
 
 
 
ტაძრის გალავანში ეპისკოპოს ილარიონ ლარაძის მიერ XVII საუკუნეში აგებული სამრეკლოა.
 
==ლიტერატურა==