რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი: ruisis - GEGMA.jpg|thumb|left|რუისის ტაძრის გეგმა]]
{{ინფოდაფა ტაძარი
| ტაძრის_სახელი = რუისი
Line 24 ⟶ 25:
გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]]. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთი კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: ”ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ”; წარწერის ბოლოში მიწერილია: ”მარიამ დედოფლისა” (დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დედა [[ბურდუხან დედოფალი]]: ”ზრუნვა და საზრუნავი ხელ ეყო დედოფალსა ბურდუხანს”. [[თემურლენგი]]ს შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე [[ალექსანდრე I, დიდი|ალექსანდრე I-ს]] ([[1412]]-[[1442]]). ”ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს”. ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: ”გალატოზთა ზედა მომგესა შალვას შეუნდვეს ღმერთმან, ამინ”. XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს [[დიონისე ლარაძე]]ს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, [[როსტომ მეფე|როსტომ მეფის]] (1632-1758) მეუღლეს. XVII საუკუნეში მროველი ეპისკოპოსის სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ”ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე და აწ ისევ მწყსის ხეობასა და სადგერს”... რუისის ეპარქიის იმ ხანის ეკონომიკაზე საინტერესო ცნობას იძლევა რუისის მღვდელმთავრის [[ნიკოლოზ ორბელიანი]]ს მიერ 1715 წელს შედგენილი ”სამწყსოს დავთარი”. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზ-ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1811 წელს [[რუისის ეპარქია]] გაუქმდა. 1920 წლის თებერვლის მიწისძვრამ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა 1936 და 1938 წლებში საქართველოს კულტურული ძეგლთა განყოფილებამ, ხოლო 1950-1953 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო სახელოსნომ (ხელმძღვანელი ვ. ცინცაძე).
==ძეგლის აღწერა==
[[ფაილი: ruisis - GEGMA.jpg|thumb|რუისის ტაძრის გეგმა]]
ტაძარში სამი სწორკუთხა შესასვლელია: დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. X საუკუნეში ეგვტერების აგების დროს, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალურ ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთში გადაუტანიათ (შემორჩენილია ჩრდილოეთის თავდაპირველი შესასვლელის თაღის ნაშთი). დასავლეთით შესასვლელზე XV საუკუნეში მიუშენებიათ სამ მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომელიც იმეორებს ძველ ფორმებს. თორმეტ წახნაგა მაღალი გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან ოდნავ არაწესიერი მოყვანილობის გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათქვეშა კამარები ოდნავ შეისრულია. გუმბათში თორმეტი სარკმელია (6 ამოაშენეს XV საუკუნეში). დასავლეთით კიდევ ორი ბურჯია, ხოლო დეფორმირებული ნალისებრი აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ამიტომ აღმოსავლეთიდან ღერძი საკმაოდ წაგრძელებულია. აფსიდის ღერძზე მაღალი, შიგნიდან გარეთ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვევით თაღოვანი ნიშია. დასავლეთით სამი სარკმელია. საკურთხევლის გვერდებზე კუთხის ოთხ ტრომპზე დამყარებული გუმბათიანი კამარით გადახურული კვადრატული სამკვეთლო და სადიაკვნეა. სათავსები დასავლეთით თაღოვანი ღიობებით უერთდებიან ეკლესიის შესაბამის გვერდით ნავებს. სამკვეთლო ჩრდილოეთით, ხოლო სადიაკვნე სამხრეთით გაფართოებულია დამატებითი ოთხკუთხა კამარებით გადახურული სათავსებით. ჩრდილოეთის სათავსის კამარა შეცვლილია. სადიაკვნის აღმოსავლეთ ნაწილში პატარა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე პატარა სარკმელია. უფრო მოზრდილი სარკმელი სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელშიცაა (მოგვიანებით იგი ღერძიდან ჩრდილოეთით გადაუწევიათ). 1781 წელს საკურთხევლის წინ ხის აჟურული [[კანკელი]] დაუდგამთ.
 
==ფასადი==
ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან. ეს ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგ ლილვებიანი დეკორატიული თაღედი და ნახევარსვეტები. ასევე დეკორატიულია ნახევარსვეტების”კაპიტელები” და ”ბაზისები”. დეკორატიული თაღების შერწყმის ადგილზე, გუმბათის წახნაგებზე მოჩუქურთმებული გირჩებია. გუმბათის სარკმლების დეკორატიული სისტემა ეყრდნობა სამი ლილვისგან შედგენილ სარტყელს.გუმბათს ზემოთ შემოვლებული ჰქონდა ორი გრეხილი ლილვი და დეკორირებული ფრიზი (შემორჩენილია ფრაგმენტები). გუმბათი, ისე როგორც ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთა რიგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე). მორთული იყო შესასვლელისა და სარკმელთა საპირეებიც. მათი უმეტესი ნაწილი განახლებულია XV საუკუნეში.
===რელიეფი===
ფასადებზე გაფანტულია X-XI საუკუნის ორნამენტირებული ფრაგმენტები. აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო რელიეფი. სადიაკვნის დამატებითი სათავსის შესასვლელის ნახევარწრიულ, ლილვებით შემოფარგლულ და ორნამენტით მორთულ ტიმპანზე სამი ოდნავ ჩაღრმავებული სწორკუთხედი შევსებულია კომპოზიციურად დამოუკიდებელი ფიგურული გამოსახულებებით - შუაში ანგელოზითა და პატარა ფიგურებით გარშემორტყმული ხელგაშლილი ქრისტეა; მარჯვნივ - ღვთისმშობელიყრმით და მის წინ მუხლმოდრეკილი ფიგურა; მარცხნივ შუაში დგასშარავანდედიანი გულხელდაკრეფუილი ფიგურა, აქეტ იქეთ კი მუხლმოდრეკილი და ფეხზემდგომიფიგურებია. რელიეფიტ იყო შემკული სამხრეთი ფასადიც: აქ გამოსახულია ორი მამაკაცი - მარჯვენას ერთ ხელში ჩაქუჩი (წერაქვი) ეჭირავს, მეორეში გონიო; მარცხენას მხრებზე წამოსასხამი აქვს და ერთ ხელში რაღაც უჭირავს (სავარაუდოა - ტაძრის გეგმა), მეორეში ჩაქუჩი (წერაქვი). კარგად გაირჩევა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფიგურებს შორის, სარკმლის ნახევარწრიულ ჭრილზეგადაყვანილია რელიეფური დეჯორატიული თაღი/ მარჯვნივ ფიგურასთან ოთხი წვრილი ასომთავრული ასოა ამოკვეთილი. ტაძრის კონუსური გუმბათი ამჟამადგადახურულია თუნუქით, ხოლო დანარჩენი სახურავები კრამიტისაა.
 
==მოხატულობა==
აქა იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კანკელზე, ტაძრის გუმბათ ქვეშ საყრდენებზე და კანკელის გაგრძელებაზე აშენებულ კედლებზე შემორჩენილი ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. კანკელის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ქერუბიმები, შემდგომში - წმინდანები, ქვემოთ კი მღვდელმთავართა ნახევარფიგურებია (მღვდელმთავრებს ერთ ხელში წიგნი უჭირავთ, მეორეთი კი აკურთხებენ). კანკელის თაღები მარტივი, მშრალი ორნამენტითაა მოხატული. გუმბათქვეშა ბურჯებზე, ყვავილებით შემკულ ლურჯ ფონზე, მედალიონებში მარტვილ დედათა გამოსახულებებია. სამხრეთ აღმოსავლეთ ბურჯზე მსგავს მედალიონებში წმინდა მამანი არიან გამოსახულნი, ხოლო კანკელის გაგრძელებაზე, სამხრეთის კედელზე [[წმინდა გიორგი]] გველეშაპს კლავს. მოხატულობის კოლორიტში ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, ლურჯი, მწვანე ფერები; ფონი ზოგან სამფერია- მწვანე, მოწითალო, იასამნისფერი. კანკელის მარცხენა ნაწილში ჩანს ქვედა ფენის მხატვრობის ფრაგმენტები (ტანსაცმელი, ორნამენტი, წმინდანის სახე).