მათე მახარებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
copyvio, წასაშლელი
No edit summary
ხაზი 1:
{{copyvio|http://www.orthodoxy.ge/tveni/noemberi/16-mate.htm}}
 
{{წასაშლელი}}
 
{{ვიკიფიცირება}}
[[ფაილი:Matthew Evangelist.jpg|thumb|მათე მახარებელი]]
'''წმიდა მოციქული და მახარებელი მათე''' ძე ალფესი, ([[ქრისტეს თორმეტი მოციქული|თორმეტ მოციქულთაგანი]]) წარმოშობით [[გალილეა|გალილეის]] ქალაქ [[კაპერნაუმი]]დან იყო. [[სახარება|სახარებიდან]] ცნობილია რომ იგი [[მეზვერე]]დ, ანუ [[გადასახადები]]ს-ბაჟის ამკრეფი იყო.
წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად, მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს.
 
უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმიდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან. ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღმრთო წიგნი (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან) და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სჯულზე და მასზედ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალობიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაჰამის შთამომავლისა, და საერთოდაც, მასში, უპირატესად, საუბარია ქრისტეს ხორციელ-ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმიდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზისმაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას.
 
მათე მოციქული ესაა სახარების პირველი წიგნის ავტორი. მოგეხსენებათ [[წმინდა ოთხთავი]] შედგება ოთხი წიგნი-სახარებისაგან. სწორედ პირველი ადგილი უკავია მათეს სახარებას. გადმოცემით ცნობილია რომ მან სახარება უფლის ზეცად ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაწერა (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან). მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს [[პალესტინა]]ში.
ხარებით მოვვლო მან მაკედონია (საბერძნეთის ჩრდილოეთით), სირია, სპარსეთი, პართია (კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქვეყანა აზიაში), მიდია (სპარსეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყანა) და მთელი ეთიოპიაც, რომლის სახარებით განათლება მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამ ქვეყანაში მან მრავალნი განანათლა სახარების გონიერი სინათლით, და ბოლოს ერთს, კაციჭამიაობით ცნობილი, შავკანიანი ხალხის ქვეყანაშიც მივიდა, სადაც ადამიანები თავიანთი ზნითა და ქცევით გარეულ მხეცებს ჰგავდნენ. ამ წმიდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე, მცირე ეკლესიაც დაუფუძნა მათ და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუდგინა. იქაურმა მაცხოვრებლებმა მათე მოციქულის ცეცხლით დაწვა გადაწყვიტეს, თუმცაღა მოციქული მაინც უვნებელი იდგა ცეცხლში. ხალხმა მისი გამოყვანა სცადა მაგრამ წმიდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).
 
მათე მოციქულმა იქადაგა [[მაკედონია]]ში, [[სირია]]ში, [[სპარსეთი|სპარსეთში]], [[პართია]]ში , [[მიდია]]ში და [[ეთიოპია]]ში. 60 წელს ქრისტეს შობიდან წმინდა მოციქულმა თავისი მოღვაწეობა დაასრულა. წარმართებმა სცადეს მისი ცეცხლის კოცონზე დაწვა მაგარმ იგი უვნებლად გადარჩა. მიუხედავად ამისა მოციქულმა მაინ მიაბარა ღმერთს სული. ამის მომსწრე ბევრი ურჯულო მოიქცა და ადიდებდა ღმერთს.
{{რელიგია}}
{{იესო ქრისტე}}
[[კატეგორია:ქრისტეს თორმეტი მოციქული]]