დოდოს რქა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 56:
 
შედგება სხვადასხვა დროის (VI - XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს - XI-XIII საუკენეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში. მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზედაც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორსავე მხარეს თითო მედალიონია მოთავსებული. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მეორეში (ასევე მკერდამდე) - ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკი აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე - მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდელი ქრისტიანულ სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი). დოდოს რქის მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიკური ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან. XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. [[1424]] წელს [[ალექსანდრე I, დიდი|ალექსანდრე I-მა]] დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას. XIIIXVIII საუკუნეებში გარეშე მტრების (მონღოლების, თემურლენგის, თურქების, ირანელებისა და ლეკების) შემოსევისა და ბატონობის შედეგად დაქვეითდა ბევრჯერ დაცარიელდა. დოდოს რქის მონასტერი ეპარქიქლურად რუსთაველის საეპისკოპოსოში შედიოდა. XV-XVII საუკუნეებში კათოლიკოს-პარტიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ 1760 წლამდე - ნინოწმინდელ ეპიკოპოსს. 1760 წელს დავითგარეჯს შეუერთდეს. გასული საუკუნის მიწურილს გაუკაცრიელდა.
{{ფოტოგალერეა
 
|ზომა=350
 
|სათაური=გამოქვაბულები და ფრესკები
|ფაილი:dodos rqa 2.jpg|ჩუქურთმა
|ფაილი:dodos rqa 3.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 4.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 5.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 6.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 7.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 8.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 9.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 10.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 11.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 12.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
|ფაილი:dodos rqa 13.jpg|ფრესკის ფრაგმენტი
}}
==ლიტერატურა==
* ''საყვარელიძე თ., ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 604-605, თბ., 1978
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დოდოს_რქა“-დან