კრეოლური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ru:Креольские языки
ბოტის დამატება: ia:Lingua creol; cosmetic changes
ხაზი 1:
'''კრეოლური ენა''' ([[ლათინური ენა|ლათ.]] criare "შექმნა"), ენა, რომელიც წარმოიშობა მოცემულ საზოგადოებაში კონკრეტული ენბრივი სისტემის არასრულყოფილი სახით გამოყენების შედეგად მიღებული ტრანსფორმაციებისგან. ამ ტრანსფორმაციებზე გავლენს ახდენს მოცემული საზოგადოების წევრების ადგილობრივი მშობლიური ენა. ამგვარი ენა ვითარდება ძირითადად შერეული წარმოშობის საზოგადობებში, თანდათან მშობლიური ხდება მისთვის და ზოგიერთი დამოუკიდებელ ენადაც ყალიბდება. კრეოლური ენების უმეტესობა [[აფრიკა|აფრიკის]], [[აზია|აზიისა]] და [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] კოლონიზაციის შედეგად წარმოიშვა XV-XX საუკუნეებში. თანამედროვე კრეოლური ენების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ამოსავალ ენასთან კავშირს. ბევრი კრეოლური ენა გადაშენების პირასაა (მაგ. აზიის [[პორტუგალიურ-კრეოლური ენები]]), ზოგიერთი მათგანი უკვე გამქრალია, ზოგი კი ამოსავალ ენასთან დაახლოების ტენდენციას ავლენს, რასაც [[დეკრეოლიზაცია|დეკრეოლიზაციის]] პროცესი ეწოდება.
 
== სახელწოდების ისტორია ==
ტერმინი ''კრეოლური'' მომდინარეობს [[ფრანგული ენა|ფრანგული]] სიტყვისგან créole, [[ესპანური ენა|ესპანური]] criollo, [[პორტუგალიური ენა|პორტაუგალიური]] crioulo-საგან. ყველა ეს სიტყვა კი დასაბამს პოულობს [[ლათინური ენა|ლათინურ]] სიტყვაში creare "წარმოქმნა, შექმნა". ტერმინი წარმოიშვა XVI საუკუნეში ევროპელების მიერ აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში კოლონიების შექმნის შედეგად.
 
თავდაპირველად "კრეოლს" უწოდებდნენ კოლონიაში დაბადებულ ადამიანებს, განსხვავებით უფრო მაღალი კლასის - ევროპაში დაბადებული იმიგრანტებისგან. "კრეოლური ენა" კი კრეოლთა სალაპარაკო ენას ერქვა.
 
== კრეოლური ენის განვითარება ==
[[პიჯინი]]სგან განსხვავებით კრეოლური ენა არის ცალკე ენა, რომელსაც გააჩნია თავისი [[გრამატიკა]] და [[ლექსიკა]]] და რომელიც მოცემული საზოგადოების მშობლიურ ენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კრეოლური ენის ლექსიკა თითქმის მთლიანად [[ნასესხები სიტყვა|ნასესხები სიტყვეისგან]] არის შექმნილი, ამოსავალი ენის წარმომადგენლისთვის მაინც რთულია მისი გაგება. ნასესხები სიტყვეი განიცდიან გარკვეულ მოდიფიკაციებს ([[ფონეტიკა|ფონეტიკურს]], [[სემანტიკა|სემანტიკურს]] და ა.შ), რაც კრეოლურ ენას თავისთავადობას სძენს. მიუხედავად გავრცელებული აზრისა იმის შესახებ, რომ კრეოლური ენები კარგად განვითარებული პიჯინებია, არსებობს გარკვეული სოციო-ეთნიკური და ლინგვისტური განსხვავებები პიჯინიზაციისა და კრეოლიზაციის პროცესებს შორის. თუმცა ის ფაქტი რომ მათ შორის არსებობს ბევრი საერთო ნიშანი და მსგავსება, მიუთითებს იმაზე, რომ განსხვავება პიჯინსა და კრეოლურ ენას შორის არ არის მყარი და მათი გამომწვევი მოვლენები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
 
== სოციალური პირობები ==
* კრეოლიზაცია ხდება მრავალენობრივ საზოგადოებაში (ანუ იქ,სადაც არანაკლებ ორი ენა თანაარსებობს).
* არსებობს უმცირესობაში მყოფი ეკონომიკურად დომინანტი სოციალური ჯგუფი, რაც ძირითადად ხდება მონობის პირობებში.
ხაზი 35:
[[ht:Lang kreyòl]]
[[hu:Kreol nyelv]]
[[ia:Lingua creol]]
[[id:Bahasa kreol]]
[[it:Lingua creola]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრეოლური_ენა“-დან