საბაწმიდის ლავრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
ხაზი 1:
'''საბაწმიდის ლავრა''', ქართული მწიგნობრობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერა [[პალესტინა]]ში, [[იერუსალიმი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15კმ15 კმ-ზე. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ [[საბა განწმენდილი|საბა განწმედილმა]] (439-532) V საუკუნის 80-იან წლებში, იქ შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი [[ბერძნული ენა|ბერძნულ]], [[ქართული ენა|ქართულ]], [[სირიული ენა|სირიულ]], [[სომხური ენა|სომხურ]], [[არაბული ენა|არაბულ]] ენებზე. საბაწმიდის ლავრაში ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. VIII-X საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ქართველმა ბერებმა საბაწმიდის ლავრაში გაცხოველებული კულტურულ-საგანმანათებლო საქმიანობა გააჩაღეს. VIII-IX საუკუნეებში იქ გატარდა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა, შემუშავდა ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმიდური რედაქცია (დაახლოებით IX ს.),განვითარდა ორიგინალური ჰიმნოგრაფია ([[ბასილი საბაწმიდელი]], [[იოანე-საზოსიმეზოსიმე]]), თარგმნითი ლიტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ კალიგრაფები ([[მაკარი ლეთეთელი]], [[გიორგი თბილელი]], [[იოანე-ზოსიმე]]). იქ დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წლის ე. წ. სინის მრავალთავი - უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერი; ჭილ-ეტრატის იადგარი (IX საუკუნე) და სხვა. საბაწმინდის ლავრის ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა [[საქართველო]]სთან. იქ შექმნილი ლიტერატურული პროდუქცია ქართველ მწიგნობართა და პილიგრიმთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესრინაში, ისე საქართველოშიც და საგრძნობი გავლენა მოახდინა ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაზე. საბაწმიდის ლავრიდან სამხრეთ საქართველოში გადმოინერგა ტიპიკონი (საუკუნე), რომლის ახალი რედაქცია (XII საუკუნე) მთელ საქართველოში გავრცელდა.

XI საუკუნიდან არაბთა მოძალებისა და სავანის ხშირი დარბევის გამო ქართველმა მოღვაწეებმა სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც ახალ სადგომებში გადაიტანეს. ამიტომაც საბაწმინდისსაბაწმიდის ლავრის ქართულ ხელნაწერთა უმრავლესობა [[სინის მთა]]ზეა დაცული; ორიოდე მათგანი ინახება [[თბილისი|თბილისსა]] და [[პეტერბურგი|პეტერბურგში]].
 
==ლიტერატურა==