ორდოვიციული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის შეცვლა: ru:Ордовикский период; cosmetic changes
(ბოტის შეცვლა: ru:Ордовикский период; cosmetic changes)
'''ორდოვიციული სისტემა (პერიოდი)''', [[ პალეოზოური ჯგუფი]]ს რიგით მეორე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეორე პერიოდი). მოსდევს [[კამბრიული სისტემა|კამბრიულ სისტემას (პერიოდს)]] და წინ უსწრებს [[სილურული სისტემა|სილურულ სისტემას (პერიოდს)]]. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით ორდოვიციული პერიოდი დაიწყო 500 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 60 მლნ. წელიწადს. ორდოვიციული სისტემა (პერიოდი) დამოუკიდებელ [[სისტემა (გეოლოგია)| სისტემად (პერიოდად)]] გამოყვეს [[1960]] წელს საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის XXI სესიაზე, მანამდე შედიოდა სილურულ სისტემაში (პერიოდში) როგორც ქვედა [[სექცია (გეოლოგია)|სექცია (ეპოქა)]].
 
ორდოვიციული სისტემის (პერიოდის) საზღვრები, [[სექცია (გეოლოგია)|სექციები (ეპოქები)]] და [[სართული (გეოლოგია)|სართულები (საუკუნეები)]] საყოველთაოდ არ არის მიღებული. ყველაზე მეტად გავრცელებულია მისი დანაწილება სამ სექციად (ეპოქად) და ექვს სართულად (საუკუნედ). ორდოვიციული სისტემის ნალექები მონაწილეობს თითქმის ყველა ბაქნის დანალექი საფრის აგებულებაში (ბაქნებზე ზღვის მაქსიმალური ტრანსგრესია შუა ორდოვიციულ ეპოქაზე მოდის) და ფართოდაა გავრცელებული ნაოჭა სისტემებში, სადაც ტერიგენულ და კარბონატულ ნალექებთან ერთად ვხვდებით ლავებისა და ტუფეების სახით. ორდოვიციული სისტემის ბოლოს აღინიშნება კალედონიური დანაოჭების ტაკონური ოროფაზისი.
 
ორდოვიციული სისტემის ორგანული სამყარო მეტად მრავალფეროვანია. [[ზღვა|ზღვებში]] გვხვდება [[უხერხემლოები|უხერხემლოთა]] თითქმის ყველა კლასის წარმომადგენელი, პირველ რიგში კი ორდოვიციული სისტემა გრაპტოლითების აყვავების ხანაა. წყალმცენარეთაგან აღსანიშნავია [[ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები|ლურჯ-მწვანე]], [[მწვანე წყალმცენარეები|მწვანე]] და [[წითელი წყალმცენარეები]]. ორდოვიციული სისტემაში გამოიყოფა ორი მკვეთრად გამოხატული პალეოზოოლოგიური სარტყელი - იმდროინდელი ეკვატორისპირა (ჩრდილოეთი ამერიკა, გრენლანდია, შოტლანდია, სკანდინავია, ბალტიისპირეთი, ციმბირი, ურალი) და პოლარეთისპირა (სამხრეთი ევროპა, აფრიკა, აზიის სამხრეთი, ავსტრალია და სამხრეთი ამერიკა). ზოგან ამ სარტყლის ფარგლებში შეიმჩნევა გამყინვარების ნიშნები.
== ორდოვიციული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა ==
{| class=standard border="1" cellspacing="0" cellpadding="3"
! [[სისტემა (გეოლოგია)|პერიოდი]] (სისტემა)
! [[ეპოქა (გეოლოგია)|ეპოქა]] (სექციები)
! [[ სართული (გეოლოგია)|საუკუნე]] (სართული)
|-
| rowspan="6" | [[ორდოვიციული სისტემა]]
| rowspan="1" | [[ზედა ორდოვიციული ეპოქა|ზედა ორდოვიციული ]]
| [[ეშგილური სართული|ეშგილური (აშჯილური)]]
|-
| rowspan="3" | [[შუა ორდოვიციული ეპოქა|შუა ორდოვიციული]]<br />([[Таконский отдел|Таконский]])
| [[კარადოკული სართული|კარადოკული]]
|-
{{ორდოვიციული}}
 
== ლიტერატურა ==
*''ჯანელიძე ა.'', ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
*[[ქსე]], ტ. 7, გვ. 567, თბ., 1984
[[pt:Ordoviciano]]
[[ro:Ordovician]]
[[ru:Ордовикский период]]
[[ru:Ордовик]]
[[sh:Ordovicij]]
[[sk:Ordovik]]
77,380

რედაქტირება