გიგა ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ვიკიფიცირება
ხაზი 19:
მას სხვა თეატრებიც იწვევდნენ, როგორც რეჟისორს. საქართველოს ტელევიზია დღესაც ხშირად აჩვენებს [[ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი]]ს სცენაზე გიგას ხორცშესხმულ სპექტაკლს “მუნჯები ალაპარაკდნენ”.
 
გიგა არამარტო სპექტაკლებს, არამედ დიდი სახალხო დღესასწაულების დამდგმელი რეჟისორიც იყო. დაუვიწყარ მოგონებად რჩება [[უჩა ჯაფარიძე|უჩა ჯაფარიძის]] და [[ირაკლი აბაშიძე|ირაკლი აბაშიძის]] სტუმრობა ქალაქ ონში, რუსთაველის[[რუსთაველი]]ს საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სანახაობა ონის სანახებში, თბილისში [[ვაკის პარკი|ვაკის პარკში]] 9 მაისისადმი მიძღვნილი გრანდიოზული სანახაობა, მასწავლებელთა ყრილობისათვის ჩატარებული დღესასწაული და სხვა მრავალი. ყველა ეს სანახაობა გიგას ჩვეული დახვეწილობით და ორიგინალური გადაწყვეტებით გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომაც იწვევდნენ დედაქალაქში.
 
მისი კიდევ ერთი დიდ მადლია ის, რომ დღეს რაჭული საკრავი [[სტვირი]] ცოცხალია. გიგამ დროულად იგრძნო სტვირის გადაშენების საშიშროება . იგი ესტუმრა ლუკია მესტვირეს და ისწავლა მისაგან სტვირზე დაკვრა. გიგა ამის შემდგომ ხშირად გამოდიოდა სახალხო დღესასწაულებზე სტვირით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგა ჯაფარიძე იყო პირველი თოვლის ბაბუა ახალ წელს საქართველოში, რომელიც საქართველოს ტელევიზიით გამოჩნდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგა_ჯაფარიძე“-დან