ზაფრანა მოწითალო, ყვითელი ფერის ყვავილებია, აქვს მარალი ღერო და მწვანე ფოთლები.
{{ტაქსოდაფა *
| სახელი = ზაფრანა
| სურათის ფაილი = CrocusLongiflorus.jpg
| სურათის წარწერა = Crocus longiflorus
| სურათის აღწერა = Crocus longiflorus
| სამეფო = მცენარეები
| კლასი =
| რიგი =
| ქვერიგი =
| ოჯახი = [[ზამბახისებრნი]]
| გვარი = [[ზაფრანა]]
| ლათ = Crocus
| სექციის სახელი =
| სექციის ტექსტი =
| არეალის რუკა =
| არეალის რუკის წარწერა =
| არეალის რუკის სიგანე =
| არეალის ლეგენდა =
| ვიკისახეობები =
| itis =
| ncbi =
}}
'''ზაფრანა''', ''კროკო'' (Crocus), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი [[ზამბახისებრნი|ზამბახისებრთა]] ოჯახისა. გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არა აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. [[საქართველო]]ში — 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა Crocus adamii და შემოდგომაზე მოყვავილე Crocus speciosus გვხვდება შუა სარტყელში. Crocus autranii ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო აფხაზეთში იზრდება. Crocus scharojani კი — კავკასიის [[ენდემები|ენდემია]]. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანი, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებaღეობაში. Crocus sativus მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელ-სანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს - კროცინს.