ლაზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ორთოგრაფია
ხაზი 1:
'''ლაზიკა''', ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის [[ეგრისის სამეფო | ეგრისის სამეფოს]] ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. [[რიონი | რიონის]] ქვემო დინებასა და მდ. [[ჭოროხი | ჭოროხის]] შესართავს შორის (გვიანდელი [[გურია]], [[საჯავახო (მხარე) | საჯავახო]]-[[საჩინო (მხარე)| საჩინოს]] ჩათვლით და [[შავი ზღვა | შავი ზღვის]] [[აჭარა | აჭარის]] სანაპირო მხარე). პირველად მოიხსენიება VII [[საუკუნე | საუკუნეში ]]ანონიმური ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზიკის" სახელწოდებით), ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ [[საქართველო | საქართველოს]] [[ლაზიკის სამეფო | ლაზიკის სამეფოს]] უწოდებდნენ. [[პროკოპი კესარიელი |პროკოპი კესარიელის]] (VI საუკუნე) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო [[აგათია სქოლასტიკოსი]] (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე ტელეფისს (მკვლევარნი აიგივებენ ახლანდელ. [[სამტრედიის რაიონი | სამტრედიის რაიონის]] სოფ. ტოლებში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, [[თიხა | თიხის]] ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი [[პეტრა]] (ახლანდელი სოფ. [[ციხისძირი]], [[ქობულეთის რაიონი]]). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი [[გურია | გურიის]] სახელით მოიხსენიება.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაზიკა“-დან