სვერის ციხე (იმერეთი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები |
||
ხაზი 1:
'''სვერის ციხე''', სუერის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდ. სვერისხევის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფ. სვერის ([[ჭიათურა]]) ჩრდილოეთით. შემორჩენილია ნანგრევების სახით. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, როცა იგი თურქ-სელჩუკებმა აიღეს ([[1068]]). სვერის ციხის აგების თარიღად მიიჩნევდნენ [[735]] ([[ვახუშტი ბატონიშვილი]], XVIII ს.). მკვლევართა აზრით, იგი ადრინდელ ფეოდალური ხანის ციხეა. [[1590]] სვერის ციხე ქართლის მეფემ - [[სიმონ I|სიმონ I-მა]] დაიკავა. [[1661]] იმერეთში ლაშქრობის დროს, ქართლის მეფემ - [[ვახტანგ V|ვახტანგ V-მ]] აიღო და აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს გადასცა. [[1744]] იმერეთის მეფე - [[ალექსანდრე V]] დაეუფლა. 2 წლის შემდეგ აბაშიძეებმა დაიბრუნეს. [[ხრესილის ბრძოლა 1757|ხრესილის ბრძოლის]] (1757) შემდეგ ემორჩილებოდა [[იმერეთის სამეფო]] ხელისუფლებას. [[1763]] წელს ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს. შემდგომ წლებში სვერის ციხე აღადგინეს. [[იმერეთის აჯანყება 1810|იმერეთის აჯანყების]] ([[1810]]) დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. ამის შემდეგ სვერის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
|