ნოე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: bo:ནོ་ཨ།
No edit summary
ხაზი 47:
 
შეადარეთ, [[უთნაფიშთიმი]].
წიგნი შექმნისა თავი 10
 
{{ციტირება|*1. ხოლო ეს არის წარმომავლობა ნოეს ძეებისა: სემის, ქამის, იაფეთისა, და შვეს მათ ძეები წარღვნის შემდეგ.
*2. იაფეთის ძეები: ღამერი და მაგოგი და მადაი და იოვანი და ელისა და თობელი და მოსოქი და თირასი.
*3. და ღამერის ძეები: ასქანაზი და რიფათი და თორღამა.
*4. და იოვანის ძეები: ელისა და თარსისი, კიტიელნი და როდიელნი.
*5. ამათგან გამოიყო წარმართთა კუნძულები თავიანთ ქვეყანაში, თითოეული - ენის მიხედვით თავის ტომებში და თავის ერებში.
*6. ხოლო ქამის ძეები: ხუსი და მესრაიმი, ფუდი და ქანაანი.
*7. ხოლო ხუსის ძეები: სავა და ევილა და სავათა და რეღმა და სავაკათა. ხოლო რეღმას ძეები: სავა და დადანი.
*8. ხოლო ხუსმა შვა ნებროთი. მან დაიწყო გმირობა ქვეყანაზე;
*9. ეს იყო გმირი მონადირე უფალი ღმერთის წინაშე; ამის გამო ამბობენ: ნებროთივით გმირი მონადირე უფლის წინაშე.
*10. და იყო მისი მეფობის დასაბამი ბაბილონი და ორექი და არქადი და ხალანი სენაარის ქვეყანაში.
*11. იმ ქვეყნიდან გამოვიდა ასური, და ააშენა ნინევი და ქალაქი როობოთი და ხალახი,
*12. და დასემი ნინევისა და ხალახს შორის; ეს არის დიდი ქალაქი.
*13. და მესრაიმმა შვა ლუდიმელნი და ენემიტიმელნი და ლაბიმელნი და ნეფთალიმელნი
*14. და პატროსონიმელნი და ხალსონიმელნი, საიდანაც გამოვიდა ფილისტიმი, და კაფთორიმელნი.
*15. ხოლო ქანაანმა შვა სიდონი, პირმშო, და ქეტელი
*16. და იებუსელი და ამორელი და გერგესელი
*17. და ეველი და არუკეელი და ასენელი
*18. და არადიელი და სამარიელი და ამაათი. და ამის შემდეგ განითესნენ ქანანელთა ტომები.
*19. და იყო ქანანელთა საზღვრები სიდონიდან გერარისა და ღაზის მისასვლელამდე, სოდომისა და გომორის, ადამისა და სევოიმის მისასვლელამდე, ლასამდე.
*20. ესენი არიან ქამის ძეები თავის ტომებში თავისი ენების მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ხალხებში.
*21. და სემსაც შეეძინა, ებერის ყველა ძის მამას და იაფეთის უფროს ძმას.
*22. სემის ძეები: აილამი და ასური და არფაქსადი და ლუდი და არამი და კაინანი.
*23. და არამის ძეები: ოსი და ული და ღათერი და მოსოხი.
*24. და არფაქსადმა შვა კაინანი, და კაინანმა შვა სალა, ხოლო სალამ შვა ებერი.
*25. და ებერს შეეძინა ორი ძე: ერთის სახელი - ფალეკი, რადგან მის დროს განაწილდა ქვეყანა, და მისი ძმის სახელი - იეკტანი.
*26. ხოლო იეკტანმა შვა ელმოდადი და სალეფი და ასარმოთი და იარახი
*27. და ოდორა და აიზელი და დეკლა
*28. და აბიმეელი და საბევი
*29. და უფირი და ევილა და იობაბი. ყველა ესენი არიან იეკტანის ძენი.
*30. და იყო მათი სამკვიდრებელი მასიდან სოფირას, აღმოსავლეთის მთის, მისასვლელამდე.
*31. ესენი არიან სემის ძეები თავის ტომებში თავისი ენების მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ერებში.
*32. ეს არის ნოეს ძეთა ტომები თავისი წარმომავლობის მიხედვით, თავისი ერების მიხედვით: ამათგან განითესნენ წარმართთა კუნძულები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.
}}
{{Commonscat|Noah}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე“-დან