ბოლნისის სიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ბოლნისის სიონი''', ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი [[ბაზილიკა|ბაზილიკის]] ტიპის ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფ. ბოლნისში (ბოლნისის რაიონი), მდ. ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული [[ბოლნისის წარწერები|წარწერის]] მიხედვით აშენებულია [[478]]-[[493]], მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით. ნავები ჯვარისებრი გეგმის ბოძების ხუთი წყვილითაა გამოყოფილი, საკურთხეველს სადიაკვნე და სამკვეთლო არა აქვს, ნახევარწრიული [[აფსიდი]] შვერილია. ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე ღია ტაღოვანი გალერეაა, სამხრეთით - თაღოვანი [[სტოა]] და ორაფსიდიანი სანათლავი, რომელსაც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს (ეს ცალკე გამოყოფილი სანათლავის ერთადერთი ნიმუშია საქართველოში), შესასვლელების (ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით) თავზე, მძლავრი ჰორიზონტალური ზღუდარების ზემოთ, ნალისებრი მოხაზულობის ღია [[ლუნეტი|ლუნეტებია]]. ნალისებრია შიგნითა თაღებიც. შია ნავი ნახევარცილინდრული კამარით იყო გადახურული (ახლანდელი გადახურვა XVII საუკუნისაა), გვერდის ნავები - ნახევარკამარებით, სამივე ნავს გარედან საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს. ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისათვის, ბოლნისის სიონისთვისაც დამახასიათებელია ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობა - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.
 
[[სურათი:Bolnisi.samreklo.JPG|thumb|left|ბოლნისის სიონის სამრეკლო]]
 
საქართველოსათვის ტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა (ახლანდელი XVII საუკუნეშია გაჭრილი), რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის "სიგრძივ" ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრის ინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) "ბოლნური ჯვრის" სახელითაა ცნობილი. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახილებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
1 295

რედაქტირება