ქოლაგირის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ქოლაგირის ციხე''', ასევე '''დედოფლის ციხესიმაგრე''' – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში (ახლანდელი [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი|ბოლნისის მუნიციპალიტეტის]] [[ქოლაგირი|სოფ. ქოლაგირში]]). შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. გეგმით კვადრატული ნაგეგობას ვრცელი ტერიტორია უჭირავს. გალავნის შიგნით მხოლოდ ერთი პატარა [[ეკლესია]]ა. ოთხივე კუთხეში აღმართულია გალავნის კონტურის გარეთ გატანილი ოთხსართულიანი მრგვალი კოშკები. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ხემოთ კი - თხელია. ე. წ. "საბრძოლო ბილიკი" გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე. ქოლაგირის ციხეს აქვს ორი შესასვლელი. მთავარი ჭიშკრის კოშკი სამსართულიანია, პირველ სართულში თაღოვანი გასასვლელია.
 
==გალერეა==
1 295

რედაქტირება