ცისფერყანწელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ცისფერყანწელები''' — ქართველ [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტ]] პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში [[ქართული ლიტერატურა|ქართულ ლიტერატურაში]] დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა [[ქუთაისი|ქუთაისში]] 1915 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როცა მოძრაობა [[სსრკ|საბჭოთა წყობილებამ]] უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.
 
მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული [[ავანგარდი|ავანგარდული]] აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ მისი დამფუძნებელი და მენტორი [[გრიგოლ რობაქიძე]], [[ტიციან ტაბიძე]], [[პაოლო იაშვილი]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი]], [[კოლაუ ნადირაძე]], [[შალვა აფხაიძე]], [[ნიკოლო მიწიშვილი]], [[ალექსანდრე (ალი) არსენიშვილი]][http://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_არსენიშვილი#.E1.83.91.E1.83.98.E1.83.9D.E1.83.92.E1.83.A0.E1.83.90.E1.83.A4.E1.83.98.E1.83.90], [[სანდრო ცირეკიძე]], [[გიორგი ლეონიძე]], [[სერგო კლდიაშვილი]] და [[შალვა კარმელი (გოგიაშვილი)]]. მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტი [[გალაკტიონ ტაბიძე]]ც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდა დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი [[ლადო გუდიაშვილი]], რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.