ნიკარაგუის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 95:
 
[[1982]] წელს შტატებში გამოიცა კანონმდებლობა, რომელმაც აკრძალა კონტრიტების დაფინანსება. რეიგანის ადმინისტრაცია კი არალეგალუირად აგრძელებდა მათს მხარდაჭერას. შტატები [[ირანი|ირანს]] საიდუმლოდ მიჰყიდდნენ იარაღს და იქიდან აღებული ფულით აფინასებდნენ კონტრისტებს. საიდუმლო გამომჟღავნდა და [[ირან-კონტრას სკანდალი]] მოჰყვა 1986-1987 წლებში. ორმხრივი დაუძლურების ფონზე, სანდინისტურ მთავრობას შეეშინდა კონტრისტების წარმატებების და მასთან მორიგება ამჯობინეს. ადგილობრივი მმართველობების შუამავლობით დადეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე [[1988]] წლის 23 მარტს. კონტრისტები ამის შემდეგ გაერთიანდებიან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნბში მონაწილეობის მისაღებად.
 
==სანდინისტების შემდგომი პერიოდი==
1990 წლის 25 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებში [[ერთიანი ოპოზიციური კავშირი]]ს კანდიდატმა [[ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო]]მ დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი [[დანიელ ორტეგა]]. ვიოლეტა ჩამოროს თითქმის 7 წლიანი პრეზიდენტობის პირველ წლებში სანდინისტები კვლავ აკონტროლებდნენ არმიას, მუშათა გაერთიანებებსა და სასამართლოს. მისმა მთავრობამ დიდ წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეროვნული აღორძინებაზე ზრუნვისთვის, ეკონომიკის მდგრადობის მოსაპოვებლად, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების პროცესსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლისას. 1994 წელს მიღებული სამხედრო კანონით სანდინისტას სახალხო არმიის მეთაური უმბერტო ორტეგა კვლავ დაინიშნა სახელგადარქმეული ნიკარაგუის არმიის მეთაურად 1995 წლის თებერვალში. პოლიციის შესახებ მიღებული ახალი კანონის მეშვეობით პოლიციაზე საზოგადოებრივი კონტროლი დაწესდა.
 
1996 წლის 20 ოქტომბერს საპრეზიდნტო, საკანონმდებლო და ადგილობრივი მმართველობების არჩვენები მოეწყო, რომელიც როგორც საერთაშორიოს ისე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს. არჩევნებში გაიმარჯვა მანაგუის ყოფილმა მერმა, ლიბერალური ალიანსის მეთაურმა არნოლდო ალემანმა. ალემანმა გააგრძელა ლიბერალური ეკონომიკის განვითარება და წინასაარჩევნო პირობის "საქმე, არა სიტყვები" გამართლება. ამ დროს იგება ახალი მაგისტრალები და გზები, ხიდები. ნიკარაგუა ღებულობს დიდი საერთაშორიოს დახმარებას 1998 წლის ოქტომბერში თავს დამტყდარი ქარიშხალი მიჩის ზიანის ასანაზღაურებლად. ალემანის საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ მას ბრალად კორუფციაში მონაწილეობა ედება და აპატიმრებენ. 2000 წელში თანამდებობის ზოგიერთი პირი გადადგება.
 
2000 წლის ნოემბერში მოეწყობა მუნიციპალური არჩევნები, რომელშიც საერთო ჯამში გაიმარჯვებს ალემანის პარტია. თუმცა საქალაქო დასახლებებში, განსაკუთრებით დეპარტამენტების დედაქალაქებში, მათ შორის [[მანაგუა]]ში, სანდინისტას ეროვნულ-ლიბერალური ფრონტი მოიპოვებს მნიშვნელოვან წარმატებებს.
 
2001 წლის 4 ნოემბერს გაიმართება საპრეზიდენტო და საკანონმდებლო არჩევნები. ენრიკე ბოლანიოსი გაიმარჯვებს და გახდება ნიკარაგუის შემდგომი პრეზიდენტი. ეს არჩევნებიც, რომელიც 1990 წლის შემდეგ მეოთხე თავისუფალი და გაუყალბებელი არჩევნები იყო, საერთაშორიოს დამკვირვებლების მიერ დადებითად შეფასდა.
 
2006 წელს მოწქყობილ საპრეზიდენტო არჩევნებშI 16 წლიანი ინტერვალის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა დანიელ ორტეგა.
 
{{ესკიზი-ნიკარაგუა}}