ნიკარაგუის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

1984 წლის 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 67%-ით სანდინისტებმა გაიმარჯვეს. საერთაშორისო დამკვირვებლების უმეტესობამ არჩევნები გაყალბებულად სცნო. ძირითადი ოპოზიციის კანდიდატმა [[არტურო კრუსი|არტურო კრუსმა]], რომლის უკან [[ამერიკის შეერთებული შტატები]] იდგა, ვერ გაუძლო შტატების ზეწოლას არ მიეღო 1984 წლის არჩევნებში მონაწილეობა. მოგვიანებით ა.შ.შ-ს პოლიტიკოსები იტყვიან: "(რეიგანის) ადმინისტრაცია არ დასთანხმდებოდა კრუსს არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამ შემთხვევაში სანდინისტებს შეეძლებოდათ ემტკიცებინათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური იყო." სხვა პოლიტიკური პარტიები, როგორცი იყვნენ კონსრვატულ-დემოკრატიული და თავისუფალი ლიბერალური პარტიები, შეძლეს სანდინისტას მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა და არჩევნებში მონაწილეობა. კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიკოსი კრისტოფერ ენდრიუსი ამტკიცებდა, რომ სელპ-მა ზეწოლა მოახდინა მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიებზე, რომელთაგან მეტ საფრთხეს მოელოდა, ხოლო ზომიერი პარტიებს მოქმედების მეტი შესაძლებლობა მისცა და დაიტოვა იმის, მაჩვენებლად, რომ ნიკარაგუაში ერთპარტიული მმართველობა არ იყო. ორტეგა აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა ნიაკარაგუის დაცემული ეკონომიკის ფონზე სიღარიბე მთელს ქვეყანას მოედო.
 
===კომკუნისტური მისწრაფებები და ა.შ.შ-ს კონტრისტები===
[[შეერთებული შტატები]]ს მრავალწლიანი მხარდაჭერა სომოსას რეჟიმისადმი სანდინისტურ მთავრობასთან კონფრონტაციული პოლიტიკით შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კარტერის ადმინისტრაცია ცდილობდა არ შეეწყვიტა დახმარება ნიკარაგუის ახალი მთავრობისათვის, რათა კიდევ უფრო არ დაახლოვებოდნენ საბჭოთა ბანაკს, მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მიმდევრამა სანდინისტებმა მაინც საბჭოეთთან მეგობრბა არჩიეს და ა.შ.შ-სთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. სანდინისტები გეგმავდნენ საბჭოთა კავშირის დახმარებით თავისი 75, 000 ჯარი შეეიარაღებინათ [[Т-55]]-ით, მძიმე არტილერიითა და მილ მი-24-ით, რითაც ნიკარაგუა ცენტრალურ ამერიკაში უძლიერესი არმიის მფლობელი იქნებოდა, ვიდრე მთელი რეგიონის ქვეყნების შეიარაღება ერთად აღებული. [[საბჭოთა კავშირი]] ნიკარაგუას დაჰპირდა [[მიგ-21]]-ის ტიპის გამანადგურებლებს, თუმცა არ მიუცია, რამაც ძლიერ გაანაწყენა სანდინისტები.
 
[[მანაგუა]] იყო მეორე დედაქალქი დასავლეთ ნახევარსფეროში [[ჰავანა|ჰავანის]] შემდეგ, რომელსაც ჰქონდა საელჩო [[ჩრდილოეთ კორეა]]ში. [[ჩინეთი]]სა და თავისი საბჭოთა სპონსორების დაპირისპირების შემდეგ სანდინისტური მთავრობა დასთანხმდა [[ტაივანი|ტაივანს]] ჰყოლოდა [[ნიკარაგუა]]ში თავისი წარმომადგენლობა, ჩინეთის წარმომადგენლები კი ქვეყანაში არ შეუშვა.
 
ამ პერიოდში გახმოვანდა კონტრისტული დაჯგუფებების შექმნა. თავდაპირველად იგი დაკომპლექტდება სომოსას [[ეროვნული გვარდია|ეროვნული გვარდიის]] იმ ჯარისკაცებისგან, რომელბიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ნიკარაგუა და იმჟამად [[ჰონდურასი|ჰონდურასში]] იმყოფებოდნენ. კონტრისტები ნიკარაგუელი ბიზნეს ელიტის გავლენის ქვეშ მოექცევა. მათ სურდათ დაებრუნებინათ საკუთარი ქონება. კონტრისტების მეთაურთა ჯაჭვი შეიცავდა ყოფილი ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს, კონტრისტების არმიის დამფუძვნებელს [[ენრიკე ბერმუდესი|ენრიკე ბერმუდესსა]] და სხვებს. ერთი აღსანიშნავი კონტრისტების მეთაური იყო სანდინისტური რევოლუციის გმირი [[ედენ პასტორა]], იგივე "კომანდანტე ზერო" ("Commadante Zero"), ვინც გაემიჯნა ლენინისტურ ორიენტაციას.
 
[[1980]] წელს [[რონალდ რეიგანი]]ს არჩევის შემდეგ ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და სანდინისტურ მანაგუას შორის დათბა. რეიგანის ადმინისტრაციამ მომეტებული ყურადღება დაუთმო "კომუნისტურ საფრთხეს, რომელიც მოდიოდა სანდინისტებისგან. თავად სანდინისტებს მხარს უჭერდა [[კუბა|კუბის]] პრეზიდენტი [[ფიდელ კასტრო]] და მათ მჭიდრო სამხედრო ურთიერთობა ჰქონდათ საბჭოთა კავშირთანაც. ამგვარად [[ცენტრალური ამერიკა]] [[ცივი ომი]]ს დროს ფრონტის ხაზი იყო. ამერიკა ცდილობდა დაეცვა თავისი ბიზნეს ინტერესები, რომელიც სანდინისტებისგან შევიწროებული იყო. საბოლოოდ ა.შ.შ-ს მთავრობა დასთანხმდა დაეფინანსებინა იარაღით და პრაქრიკულად გაეწრთვნა ჰონდურასსა და [[კოსტა-რიკა]]ში განთავსებული კონტრისტების არმია სანდინისტების ჩამოსაგდებად. პრეზიდენტმა რეიგანმა კონტრისტებს "ჩვენი დამფუძვნებელი მამების მსგავსნი" უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხოცავდნენ ყველას ვინც მათი წინააღმდეგი იყო.
 
ამერიკის ზეწოლამ ნიკარაგუის მთავრობის მიმართ პიკს მიაღწია 1983-1984 წლებში. ა.შ.შ. არ ერიდებოდა ნიკარაგუიის პორტებსა და ნავთობის რეზერვუარების დაბომბვას. 1986 წელს ნიკარაგუამ საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა შტატებს. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომ ამერიკის ეს ქმედება არაკანონიერი იყო. თუმცა რეიგანის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე და განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საქმის განხილვა. საბოლოოდ [[გაეროს გენერალური ასამბლეა|გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ]] მიიღო რეზოლუცია, რომლის შემდეგაც ა.შ.შ-ს მთავრობა იძულებული გახდა ნიკარაგუისთვის ჯარიმა გადაეხადა. მხოლოდ [[ისრაელი|ისრაელმა]] და [[სალვადორი|სალვადორმა]], რომელიც იღებდა დიდი სამხედრო დახმარებას საკუთარი გუერილას აჯანყებულების წინააღმდეგ, მხარი დაუჭირეს შეერთებულ შტატებს. გადასახდელი ჯარიმა კი ჯერ კიდევ არ არის გადახდილი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა [[გაერო]]ში, ჯეინ კირკპატრიკმა, გააკრიტიკა საერთაშორისო სასამართლო და "ნახევრად სამართლიან" ორგანოდ მიიჩნია. 1985 წლის 1 მაისს რეიგანმა ეკონომიკური ემბარგო დაუწესა ნიკარაგუას, რომელიც ძალაში 1990 წლის მარტამდე დარჩა.
 
[[1982]] წელს შტატებში გამოიცა კანონმდებლობა, რომელმაც აკრძალა კონტრიტების დაფინანსება. რეიგანის ადმინისტრაცია კი არალეგალუირად აგრძელებდა მათს მხარდაჭერას. შტატები [[ირანი|ირანს]] საიდუმლოდ მიჰყიდდნენ იარაღს და იქიდან აღებული ფულით აფინასებდნენ კონტრისტებს. საიდუმლო გამომჟღავნდა და [[ირან-კონტრას სკანდალი]] მოჰყვა 1986-1987 წლებში. ორმხრივი დაუძლურების ფონზე, სანდინისტურ მთავრობას შეეშინდა კონტრისტების წარმატებების და მასთან მორიგება ამჯობინეს. ადგილობრივი მმართველობების შუამავლობით დადეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე [[1988]] წლის 23 მარტს. კონტრისტები ამის შემდეგ გაერთიანდებიან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნბში მონაწილეობის მისაღებად.
 
{{ესკიზი-ნიკარაგუა}}
1 295

რედაქტირება