ნიკარაგუა: განსხვავება გადახედვებს შორის

===სანდინისტების შემდგომი პერიოდი===
1990 წელს გაიმართა მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სანდინისტები დაამარცხა ანტისანდინისტურმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (მასში შედიოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ოპოზიციონერები) ვიოლეტა ჩამოროს მეთაურობით. ამ დამარცხებამ სანდინისტები შოკში ჩააგდო, რადგან წინასაარჩევნო მონაცემებითა და შეკრებებით, რომლებზეც ასი ათასობით ადამიანი მიდიოდა, მოასწავებდა მმართველი პარტიის უეჭველ გამარჯვებას. გაერთიანებული ოპოზოციის მოულოდნელმა გამარჯვებამ დადებითი შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ კონტრისტები იმუქრებოდნენ ომის გაგარძელებით, თუ კი სანდინისტები შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. სამოქალაქო ომი კი აჩანაგებდა ეკონომიკას და მოქანცა ნიკარაგუის მოსახლეობა.
[[File:ChamorroRetouched.JPG|left|thumb|[[ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო]] დემოკრატიულად არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი ამერიკის კონტინენტებზე]]
 
ეგზითპოლების შედეგებმა ნიკარაგუელებს შეატყობინა, რომ [[ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო|ვიოლეტა ჩამორო]]მ [[დანიელ ორტეგა]] ხმათა 55%-ით დაამარცხა. ჩამორო გახდა ნიკარაგუის პირველი პრეზიდენტი ქალი და პირველი სახელმწიფოს მეთაური ქალი, ამერიკის მთელს კონტინენტზე. არჩევნების შედეგებმა ორტეგა დაარწმუნა, რომ დამარცხდა და იძულებული გახდა მისი მოწინააღმდეგის გამარჯვება ეღიარებინა. თუმცა ისიც გაახმოვანა, რომ მას შეეძლო ქვემოდან ემართა სახელმწიფო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი გამოიყენებდა საკუთარ მომხრეებს, რომლებიც თითქმის ყველა სამთავრობო ინსტანციაში ეგულებოდა.
 
2001 წლის არჩევნებშიც დამარცხდა დანიელ ორტეგა და [[ენრიკე ბოლანიოსი|ენრიკე ბოლანიოსმა]] გაიმარჯვა. ახალმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტის არნოლდო ალემანი დაადანაშაულა კორუფციაში და მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ალემანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფულის გათეთრების, მითვისებისა და კორუფციის ბრალდებით. ალემანის მიმართ კეთილგანწყობილი ლიბერალები და კონგრესისი წევრები ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას აგრესიით შეხვდნენ. სანდინისტების წარმომადგენლები კონგრესში მოითხოვდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და მთავრობის გადადგომას.
 
სანდინისტებმა განაცხადეს, რომ მათი მხარდაჭერა ბოლანიოსის მიმართ მაშინ დაიკარგა, როცა ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა უთხრა ბოლანიოსს შორს დაეჭირა თავი სანდინისტებისგან. პრეზიდენტი ბოლანიოსი არ გაგადება და თავის საპრეზიდენტო ვადას დაამთავრებს. შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები 2006 წლის 5 ნოემბერს დაინიშნა. ამჯერად მაინც გაუმართლა პრეზიდენტ ორტეგას და დაიკავებს პრეზიდენტის სავარძელს.
 
== პოლიტიკა ==
1 295

რედაქტირება