დოდო გარეჯელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დოდო''', ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობი...
(განსხვავება არ არის)

11:41, 21 სექტემბერი 2009-ის ვერსია

დოდო, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობით, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი, კახეთის მკვიდრი. VI საუკუნის პირველ ნახევარში გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დოდოს რქა). დოდოს ცხოვრების შესახებ ცნობები ჩართულია დავით გარეჯელის ცხოვრებაში. დოდო ასურელი მამა არ არის, იგი კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი იყო, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ გარეჯელ მამებს შეუერთდა. მან კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 604, თბ., 1978