ნიკარაგუა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნიკარაგუა ამერიკის კონტინენტებზე არის სიღარიბით მეორე ქვეყანა. ფაქტების წიგნის მონაცემებით ინფლაცია ნიკარაგუაში 2000 წლიან 2006 წლამდე 8.1%-ით გაიზარდა. 2007 წელს კი 9.8% დაფიქსირდა. მსოფლიო ბანკი იტყობინებოდა, რომ ეკონომიკა 1995-2004 წლებში 5%-ით გაიზარდა. 2005 წელს ეკონომიკის ზრდამ 4%-ს მიაღწია, ხოლო მთლიანმა შიდა პროდუქტმა- $4.91 მილიარდს. 2006 წელს ეკონომიკა გაიზარდა 3.7%-ით, მთლიანი შიდა პროდუქტმა კი შეადგინა $5.3 მილიარდი. 2008 წლის მონაცემებით $6.5 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.
 
[[გაეროს განვითარების პროგრამა|გაეროს განვითარების პროგრამის]] ცნობით ნიკარაგუის მოსახლეობის 48% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. მოსახლეობის 79.9%-ის საარსებო დღიური შემოსავალი $2 ნაკლებია. უმუშევრობის მაჩვენებელი 3.9% არის, მეორე 46.5% კი უმუშევარია. ისევე, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში ნიკარაგუის უმუშევართა დიდი ნაწილი არიან ქალები. გარდა ამისა ქალაქში მაცხოვრებელი ოჯახების 39% -სა და სოფელში მაცხოვრებელი ოჯახების 28%-ს ქალი მართავს და უძღვება საოჯახო საქმეებს. გაერთიანებული ერების მონაცემებით ენდოგენური მოსახლეობის 80% (როემლთა საერთო რაოდენობა ნიკარაგუის მოსახელობაში 5%-სშეადგენს) დღეში $1-ს გამოიმუშავებს.
 
===ინფრასტრუქტურა===
კონტრისტებსა და სანდინისტებს შორის გამართული სამოქალაქო ომის დროს 1980-იან წლებში ნიკარაგუის მთელი ინფრასტრუქტურა მოიშალა. ინფლაცია გაიზარდა 30%-ით. 1985 წლის შემდეგ, როცა ა.შ.შ-მ ნიკარაგუას დაუწესა ეკონომიკური ემბარგო, ინფლაციამ კიდევ უფრო საშიშ ზღვარს მიაღწია. 1985 წლის წლიური ინფლაციის 220% ყოველწლიურად სამმაგდებოდა და 1988 წლისთვის 13,000%-ს მიაღწია, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო დასავლეთ ნახევარსფეროში.
 
ქვეყანა აგრძელებს დაკარგული დროის ანაზრაურებას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით ახალი რეფორმების გატარებას. 2005 წელს დიდი რვიანის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნიკარაგუას აპატიონ ზოგიერთი საერთაშორიოს დავალიანება. 2007 წლის მარტში ნიაკრაგუამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ნიაკრაგუას 1980-იან წლებში ვალად აღებული $30.6 ჩამოეწერა. სამოქლაქო ომის დამთავრებიდან ოცი წლის შემდეგ 350-ზე მეტი სახელმწიფო საწარმო პრივატიზებულ იქნა. ინფლაცია 33,500%-იდან (1998) 9.45%-მდე დავიდა, საგარეო ვაელბის რაოდენობა კი განახევრდა.
 
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნიკარაგუა მსოფლიოში 62-ე და ცენტრალურ ამერიკაში (პანამის შემდეგ) მე-2 ადგილზეა ბიზნესის დასაწყებად.
 
=== ემისია ===
1 295

რედაქტირება