ნიკარაგუის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 76:
ა.შ.შ-ს საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებდნენ ნიკარაგუაში მომხდარ ამბებს. გაანალიზა რა სომოსას დიქტატურა დღეებს ითვლიდა, კარტერმა აიძულა იგი დაეტოვებინა ნიკარაგუა. სომოსა, რომელიც იმედოვნებდა ეროვნული არმიის მეშვეობით შეინარჩუნებდა ძლაუფლებას, არ დასთანხმდა კარტერს. ა.შ.შ. აყოვნებდა, რადგან არ სურდა სანდინისტებს ჩაეგდოთ ძალაუფლება. როცა ABC-ის რეპორტიორი ბილ სტიუარტი მოკლა ნიკარაგუის ეროვნულმა გვარდიამ, ამერიკის მოსახლეობა აღშფოთდა და უფრო მტრულად მოეკიდა სომოსას რეჟიმს. კარტერმა შეუწყვიტა სომოსას სამხედრო დახმარება, მიაჩნდა რომ სომოსას რეპსრესიული მოქმედებები სანდინისტებს კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს გამოუჩენდა.
 
==სანდინისტების პერიოდი (1979 - 1990)==
როგორც კი ნიკარაგუის მთავრობა დაემხო ეროვნული გვარდიის მეთაურები სომოსასთან ერთად გაიქცნენ შეერთებულ შტატებში, რომელიც ჯერ დასთანხმდა თავშესაფარს [[მაიამი]]ში, შემდეგ კი უარი განუცხადა მიღებაზე. აჯანყებულები ტრიუმფით შევიდნენ დედაქალქში და 1979 წლის 19 ივლისს [[ეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტა]]მ, რომელსაც უღვებოდა [[დანიელ ორტეგა]], საკუთარ თავზე აიღო ნიკარაგუის მართვა.
 
რევოლუციური ომის შედეგად ა.შ.შ-ს ზარალმა $480 მილიონს მიაღწია. სანდინისტებმა მემკვიდრეობით მიიღეს დამშეული, დაავადებული ერი. ნიკარაგუის ტბა ავრცელებდა სიკვდილს, რადგანაც ათწლეულების განმავლობაში მასში ჩაედინებოდა მომწამვლელი ნარჩენები ტბის გარშემო აშენებული ქარხნებიდან. ნიადაგის ეროზია და მტვრის ქარიშხლები ტყეების გაჩეხვის ფონზე მწვავე პრობლემად ესხებოდა ქვეყანას. ამ თავსატკივარის აღმოსაფხვრელად სანდინისტურმა მთავრობამ შექმნა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ეროვნული ინსიტიტუტი.
 
1984 წლის 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 67%-ით სანდინისტებმა გაიმარჯვეს. საერთაშორისო დამკვირვებლების უმეტესობამ არჩევნები გაყალბებულად სცნო. ძირითადი ოპოზიციის კანდიდატმა [[არტურო კრუსი|არტურო კრუსმა]], რომლის უკან [[ამერიკის შეერთებული შტატები]] იდგა, ვერ გაუძლო შტატების ზეწოლას არ მიეღო 1984 წლის არჩევნებში მონაწილეობა. მოგვიანებით ა.შ.შ-ს პოლიტიკოსები იტყვიან: "(რეიგანის) ადმინისტრაცია არ დასთანხმდებოდა კრუსს არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამ შემთხვევაში სანდინისტებს შეეძლებოდათ ემტკიცებინათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური იყო." სხვა პოლიტიკური პარტიები, როგორცი იყვნენ კონსრვატულ-დემოკრატიული და თავისუფალი ლიბერალური პარტიები, შეძლეს სანდინისტას მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა და არჩევნებში მონაწილეობა. კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიკოსი კრისტოფერ ენდრიუსი ამტკიცებდა, რომ სელპ-მა ზეწოლა მოახდინა მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიებზე, რომელთაგან მეტ საფრთხეს მოელოდა, ხოლო ზომიერი პარტიებს მოქმედების მეტი შესაძლებლობა მისცა და დაიტოვა იმის, მაჩვენებლად, რომ ნიკარაგუაში ერთპარტიული მმართველობა არ იყო. ორტეგა აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა ნიაკარაგუის დაცემული ეკონომიკის ფონზე სიღარიბე მთელს ქვეყანას მოედო.