ნიკარაგუის რელიგია: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎კათოლიკობა ნიკარაგუაში: ვიკიფიცირება, სტილის გამართვა)
 
==რელიგია 1970-1980-იან წლებში==
1970-1980-იანი წლები იყო რელიგიური ვნებათაღელვის პერიოდი. ეს ვნებათაღელვა ხშირად პოლიტიკურ დაპირისპირებებს შეერწყა. ახალი თაობის კათოლიკე სამღვდელოებმა და საერო პირებმა გამოიჩინეს ინიციატივა, რომ კათოლიკუირ ეკლესია უფრო დემოკრატიული გამხდარიყო და საერთაშორისო ეკლესიებთან მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინა. ასევე უფრო მგრძნობიარე გამხდარიყო ღარიბი მოსახლეობის გაჭირვების მიმართ. 1970-იან წლებში კათოლიკე მღვდლები, მონაზვნები და საერო პირები კათოლიკური საზოგადოებების ბაზაზე ქმნიდნენ პროექტებს საზოგალოების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, საგანმანათლებლო პრობლემების გადასაჭრელად. 1972 წლის შემდეგ კათოლიკე ლიდერები და საერო პირები განსაკუთრებით ჩაებნენ ანტისომოსურ ოპოზიციაში. არარერთმა კავშირები დაამყარა სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალურ პარტიასთან, რომელსაც ხელს აძლევდა კათოლიკური ეკლესიიის რადიკალიზაცია [[ანასტასიო სომოსა დებაილე]]ს წინააღმდეგ ბრძოლისას.
1970-1970-იანი წლები იყო რელიგიური ვნებათაღელვის წლები. ეს ვნებათაღელვა ხშირად პოლიტიკურ დაპირისპირებებს შეერწყა.
 
ლათინური ამერიკის არც ერთ რევოლუციას არ ჰქონია ასეთი დიდი მხარდაჭერა ეკლესიიის მხრიდან, როგორც სანდინისტებს. კათოლიკე ეპისკოპოსები ღიადაც კი უპირისპირდებოდნენ სომოსას დიქტატურას არსებობის ბოლო წლებში. 1970-1980-იანი ლწების მიჯნაზე შეიქმნა ''"კათოლიკე ქრისტიანების საზოგადოება"'', რომელმაც თავის თავზე აიღო ღარიბ საქალაქო მოსახლეობაში სანდინისტების მომხრეების შეგროვება. კათოლიკეები, მათ შორის მღვდლები, გახდნენ სანდინისტური პარტიის წევრები და კეთილგანწობილი იყვნენ ახალი მთავრობის მიმართ. კათოლიკური ეკლესიისა და პოლიტიკოსების ასეთმა დაახლოებამ თვითონ კათოლიკებს შორის დაძაბა ურთიერთობა, სანდინისტებსა და კათოლიკე მღვდლებს შორის უთანხმოებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეპისკოპოსებმა, კარდინალ მიგელ ობანდო ი ბრავოს წინამძღოლობით სანდინისტები და მათი მომხრე კათოლიკები დაადანაშაულეს მცდელობაში, გაეხლიჩათ კათოლიკური ეკლესია სეპარატისტული სახალხო ეკლესიის შექმნით. ისინი მარქსისტული მიმართულების სანდინისტურ პარტიას აღიქვამდნენ, როგორც სახადს ნიკარაგუის კათოლიკური ეკლესიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სანდინისტები გარეგნულად რელიგიურ ტოლერანტობას ქადაქებდნენ. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება გამწვავდა. ეპისკოპოსები ღიად თუ ფარულად შეეკვრნენ სანდინისტების პოლიტიკურ მეტოქეებს. სანდინისტები კი ფუჭად იბრძოდნენ ეკლესიაზე გავლენის შესანარჩუნებლად. მთელი 1980-იანი ლწების მანძილზე სანდინისტების მოწინააღმდეგენიცა და მომხრეებიც რელიგიური სიმბოლოებით მანიპულირებდნენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
 
პროტესტანტებს კათოლიკებისგან განსხვავებით ნაკლებად ჰქონდათ მიდრეკილება ჩარეულიყვნენ სანდინისტებთან პაექრობაში. სხვა რელიგიური მიმდინარეობების მოღვაწეები და მომდევრები, მათ შორის ბაპტისტები, კეთილგანწყობილი იყვნენ სანდინისტების მთავრობის მიმართ. მორავიანელები კი აშკარად მხარს უწედნენ ჰონდურასში განლაგებულ კონტრისტებს. სანდინისტების მმართველობის წლებში პროტესტანტების მიმდევრები გაიზარდნენ და საერთოდ ევანგელისტური ეკლესიების რაოდენობა გაორმაგდა 3, 000-მდე.
 
==რესურსები ინტერნეტში==
1 295

რედაქტირება