ჰიჯრა (კალენდარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: uz:Islomiy taqvim
ბოტის დამატება: jv:Kalèndher Hijriyah; cosmetic changes
ხაზი 1:
'''ჰიჯრა''' ([[არაბ.]] هِجْرَة – გადასახლება, გადახვეწა, ემიგრაცია), მუსლიმურ ქვეყნებში გავრცელებული კალენდრის სახელწოდება. ხალიფა [[უმარ I]]-ის დროს (634-644) ჰიჯრა გამოცხადდა მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად (მუსლიმური ერა). ცნობილია მთვარისა და მზის ჰიჯრის კალენდრები. მთვარის კალენდარი გავრცელებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის უმეტეს მუსულმანურ ქვეყნებში, მზისა – [[ირანი|ირანში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]], [[თურქეთი|თურქეთში]]. ჰიჯრის მთვარის კალენდრის პირველი დღეა 622 წლის 16 ივლისი (მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, [[წინასწარმეტყველი მუჰამედი|მაჰმადი]]სა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) [[მექა|მექიდან]] [[მედინა]]ში გადასახლების თარიღი), მზის კალენდრისა – 20-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობის დრო). მუსლიმურ მთვარის წელიწადში 354 დღეა, თვეში – 29-30 დღე. ჰიჯრის კალენდრის დღეები 11-12-ით ნაკლებია საყოველთაოდ გავრცელებულ [[გრიგორიანული კალენდარი|გრიგორიანული კალენდრის]] დღეებზე და ამიტომ ყოველ 33 წელიწადში ვიღებთ ერთი წლის განსხვავებას. ჰიჯრის წლების გადაყვანა გრიგორიანულზე და პირუკუ შესაძლებელია სპეციალური ფორმულებით ან ტაბულების საშუალებით.
 
== ლიტერატურა ==
*''Цыбульский В.'' Современные календари стран Ближнего и Среднего Востока . Снихронические таблицы и пояснения, М., 1964;
* ''სიხარულიაძე ე.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 676, თბ., 1987
ხაზი 42:
[[it:Calendario islamico]]
[[ja:ヒジュラ暦]]
[[jv:Kalèndher Hijriyah]]
[[ko:이슬람력]]
[[ku:Salnameya Hicrî]]