ნიკარაგუის დემოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
დღესდღეობით ნიკარაგუის ცენტრალურ რეგიონში არსებობენ მცირე სირიული, სომხური, პალესტინური, ებრაული და ლიბანური სათვისტომოები, რომელთა საერთო რაოდენობა 30, 000 აღწევს. ასევე გვხვდებიან აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული ტაივანური, ჩინური და იაპონური მოსახლეობა. ნიკარაგუაში მცხოვრებ ჩინელთა რაოდენობა 12, 000 შეადგენს.
 
===ემიგრაცია===
ნიკარაგუის სამოქალაქო ომისა და რევოლუციის შემდეგ არაერთი ნიკარაგუელი წავიდა საზღვარგარეთ. 1990 წლის არჩევნების შემდეგ ემიგრანტი ნიკარაგუელების ნაწილი დაბრუნდა, თუმცა მათი უმრავლესობა ისევ საზღვარგარეთ რჩება. 1998 წელს ქარიშხალ მიჩის გამო 4, 000 ადამიანი დაიღუპა და დანგრეული ეკონომიკის გამო მიუსაფარი მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა. მათ მიიღეს დროებითი მფარველობის სტატუსი და [[შეერთებული შტატები|შეერთებულ შტატებში]] "ლტოლვილის" სტატუსით ჩავიდნენ. ბუნებრივი და პოლიტიკური კატაკლიზმების გარდა სიღარიბე და უმუშევრობა მირეკება ათასობით ნიკარაგუელს საზღვრებს გარეთ.
 
ნიკარაგუიდან ემიგრაცია ჯერ კიდევ მიმდინარე პრეოცესია. 1990-2004 წლებში 800,000 ნიკარაგუელმა დატოვა თავისი საცხოვრებელი, როცა 1970-1989 წლებში 100,000 ადამიანი იყო ემიგრირებული ნიკარაგუიდან. მსოფლიო ბანკის 2005 წლის მონაცენებით ნიკარაგუის საზღვრებს გარეთ 683,520 ადამიანი ცხოვრობდა ლეგალურად. თუ კი არალეგალთა აღრიცხვაც გახდება შესაძლებელი, არ არის გამორიცხული, რომ 1,5 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს ემიგრანტი. ნიკარაგუელები არიან სიდიდით მესამე საზოგადოება ცენტრალურ ამერიკაში, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ.
 
==დემოგრაფიული მაჩვენებლები==
1 295

რედაქტირება