სკანდინავიის ნახევარკუნძული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mk:Скандинавски Полуостров; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Scandinavia.jpg|thumb]]
'''სკანდინავიის ნახევარკუნძული''' არის გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ [[ევროპა]]ში და მოიცავს [[ნორვეგია|ნორვეგიას]] და [[შვედეთი| შვედეთს]], აგრეთვე [[ფინეთი]]ს ჩრდილო ნაწილს. სახელი სკანდინავია '''სკანიადან''' მოდის, რეგიონი, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთშია. სკანდინავიის ნახევარკუნძული ევროპაში ყველაზე დიდი ნახევარკუნძულია. იგი [[ფენოსკანდინავია|ფენოსკანდიის]] თავისებური ნაწილია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთით [[რუსეთი|რუსეთ]]-[[ფინეთი]]დან იწყება და სამხრეთ-დასავლეთით [[დანია]]-[[გერმანია|გერმანიისკენ]] მიემართება.
== გეოგრაფია ==
სკანდინავიის ნახევარკუნძული ევროპაში ყველაზე ფართოა და სიგრძით, დაახლოებით, 1850 კილომეტრია, ხოლო სიგანით 370-805 კილომეტრი.
სკანდინავიის მთაგრეხილი ძირითადად სამი ქვეყანას შორის ავლებს საზღვარს და სამხრეთ ნორვეგიის ცენტრალურ ნაწილამდე გრძელდება. ნახევარკუნძულს რამდენიმე ზღვა ეკვრის:
 
* [[ბალტიის ზღვა]] აღმოსავლეთით [[ბოტნიის ყურე|ბოტნიის ყურის]] და შვედეთსა და ფინეთს შორის არსებული [[ალანდის კუნძულები|ალანდის ავტონომიური კუნძულების]] და [[გოტლანდი]]ს ჩათვლით;
* [[ჩრდილოეთის ზღვა]] სამხრეთ-დასავლეთით;
* [[ნორვეგიის ზღვა]] დასავლეთით;
* [[ბარენცის ზღვა]] ჩრდილო-აღმოსავლეთით;
 
მისი უმაღლესი მწვერვალი [[გლიტერტინდენი]] იყო ნორვეგიაში, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან, დაახლოებით, 2470 მეტრი იყო, თუმცა, [[მყინვარი]]ს დნობის შემდეგ, უმაღლეს მწვერვალად [[გალდიოპიგენი]] სახელდება 2469 მეტრით ზღვის დონიდან (აგრეთვე ნორვეგიაში). ამ მთებშია კონტინენტური ევროპის ყველაზე დიდი მყინვარი იოსტედალსბრეენი. ნახევარკუნძულის ერთი მეოთხედი [[არქტიკული წრე|არქტიკული წრის]] ჩრდილოეთით არის განლაგებული. აქ უკიდურესი ჩრდილოეთის წერტილი კონცხი ნორდკინი მდებარეობს.
 
'''ჰავა''' — ნახევარკუნძულზე კლიმატი მერყეობს ჩრდილაღმოსავლეთში [[ტუნდრა|ტუნდრულიდან]] და [[სუბარქტიკული]]დან, ნოტიო კონტინენტურით ცენტრალურ ნაწილში და დასავლეთსა და სამხრეთში ცივი ზღვაურით.
 
'''წიაღისეული''' —
ხაზი 22:
== ხალხი ==
 
ადამიანის არსებობის პირველი დადასტურებული კვალი ნახევარკუნძულის სამხრეთსა და დანიაში 12 000 წლის წინ გამოჩნდა. როგორც კი ყინულის საფარმა დნობა, ხოლო [[ტუნდრა]]მ ჩამოყალიბება იწყო, პირველი მონადირეებიც გამოჩნდნენ. ჰავის დათბობამ ხე-ტყის განვითარება გამოიწვია, სიმწვანემ კი ცხოველები მიიზიდა. მონადირე-მეთევზე-შემგროვებელთა პირველი კვალი [[მეზოლითი]]ს ხანას (8200 ძვ.წ.აღ.) უკავშირდება და გრძელდება [[ნეოლითი|ნეოლითში]] სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჩასახვამდე (3200 ჩვ.წ.აღ.).
 
ნახევარკუნძულის ჩრდილო და ცენტრალური ნაწილი [[საამები]]ს, ანუ ლაპლანდიელების მიერ დასახლდა. ისინი მეტწილად სუბარქტიკულ და არქტიკულ ზონებში ცხოვრობდნენ. ისინი საამთა ენაზე საუბრობენ, რომელიც არ არის ინდოევროპული, არამედ ფინო-უგორულია და [[ფინური ენა|ფინურსა]] და [[ესტონური ენა|ესტონურს]] ენათესავება.
 
ნახევარკუნძულის სხვა მკვიდრთა შორის უკვე მეცხრე საუკუნის ჩანაწერებიდან [[ნორვეგიელები]] ჩნდებიან ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე, [[დანიელები]] კი თანამედროვე [[შვედეთი]]ს სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთ ნორვეგიის მოსაზღვრე ტერიტორიებზე კი [[შვედები]] იწყებენ გამოჩენას. ისინი მსგავს, მონათესავე ინდოევროპულ ენაზე საუბრობდნენ, რომელსაც [[ძველისლანდიური ენა]] ეწოდება. მართალია მას მერე პოლიტიკური საზღვრები
ხაზი 31:
== პოლიტიკური განვითარება ==
[[ფაილი:Schweden und Norwegen um 1888.jpg|thumb|left|სკანდინავიის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური საზღვრები 1888 წლისთვის]]
იმის მიუხედავად, რომ სკანდინავიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობა უკვე ათას წელს მოითვლის, პოლიტიკური საერთაშორისო საზღვრები მე-17 საუკუნემდე არ იყო განსაზღვრული. იმხანად შვედეთმა კატეგატზე გაავლო საზღვარი და [[ბალტიის ზღვა]]ზე განავრცო კონტროლი. შვედეთ-ნორვეგიის საზღვრები საბოლოოდ 1751 წელს განისაზღვრა. ფინეთ-ნორვეგიის საზღვრები ხანგრძლივი მოლაპარაკებების მერე 1809 წელსღა დადგინდა. ნორვეგია-რუსეთს შორის კი 1826 წელს გაევლო საბოლოო საზღვარი. 1920 წლამდე ყველა საზღვარი ბოლომდე არ იყო გავლებული, ამდენად, [[ფინეთი|ფინეთს]] [[ბარენცის ზღვა]]ზე ჰქონდა გასასვლელი, თუმცა, 1944 წელს ამ ტერიტორიების დათმობა მოუწია რუსეთისთვის.
 
დანია და შვედეთი საუკუნეთა მანძილე დომინანტის როლს ასრულებდნენ სკანდინავიაში, ბოლო საუკუნეებში მათ რიცხვს რუსეთიც მიემატა. რაც შეეხება ნორვეგიას, ფინეთსა და ისლანდიას, ამ ქვეყნებმა საბოლოო დამოუკიდებლობა მე-20 საუკუნეში მიიღეს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ხაზი 74:
[[lt:Skandinavijos pusiasalis]]
[[lv:Skandināvijas pussala]]
[[mk:Скандинавски Полуостров]]
[[nl:Scandinavisch schiereiland]]
[[no:Den skandinaviske halvøy]]