საბაწმიდის ლავრა: განსხვავება გადახედვებს შორის

+ლიტერატურა
(+ლიტერატურა)
'''საბაწმიდის ლავრა''', ქართული მწიგნობრობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერა [[პალესტინა]]ში, [[იერუსალიმი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15კმ-ზე. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ [[საბა განწმენდილი|საბა განწმედილმა]] (439-532) V საუკუნის 80-იან წლებში, იქ შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი [[ბერძნული ენა|ბერძნულ]], [[ქართული ენა|ქართულ]], [[სირიული ენა|სირიულ]], [[სომხური ენა|სომხურ]], [[არაბული ენა|არაბულ]] ენებზე. საბაწმიდის ლავრაში ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. VIII-X საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ქართველმა ბერებმა საბაწმიდის ლავრაში გაცხოველებული კულტურულ-საგანმანათებლო საქმიანობა გააჩაღეს. VIII-IX საუკუნეებში იქ გატარდა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა, შემუშავდა ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმიდური რედაქცია (დაახლოებით IX ს.),განვითარდა ორიგინალური ჰიმნოგრაფია ([[ბასილი საბაწმიდელი]], [[იოანე-საზოსიმე]]), თარგმნითი ლიტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ კალიგრაფები ([[მაკარი ლეთეთელი]], [[გიორგი თბილელი]], [[იოანე-ზოსიმე]]). იქ დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წლის ე.წ. სინის მრავალთავი - უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერი; ჭილ-ეტრატის იადგარი (IX) და სხვა. ს.საბაწმინდის ლ.-სლავრის ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან[[საქართველო]]სთან.XIს-იდან XI საუკუნიდან არაბთა მოძალებისა და სავანის ხშირი დარბევის გამო ქართვ.ქართველმა მოღვაწეებმა სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც ახ.ახალ სადგომებში გადაიტანეს. ამიტომაც ს.საბაწმინდის ლ-ისლავრის ქართ.ქართულ ხელნაწერთა უმრავლესობა [[სინის მთაზეამთა]]ზეა დაცული; ორიოდე მათგანი ინახება [[თბილისი|თბილისსა]] და ლენინგრადში[[პეტერბურგი|პეტერბურგში]].
 
==ლიტერატურა==
{{ქსე2|8|547}}
 
[[კატეგორია:იერუსალიმი]]