ნიკარაგუის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 67:
მართალია აჯანყება დამარცხდა, მაგრამ შედეგად ის მიიღო, რომ აჯანყებით შეფიქრიანებულმა პრეზიდენტმა ლუის სომოსა დებაილემ 1963 წლის თებერვალში დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებში მან გაიმარჟვა, რადგან გააყალბეს და სადამკვირვებლო კომისიაში, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, არ შესულან მოწინააღმდეგე კონსერვატული პარტიის წევრები. სომოსამ კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომლის ძალითაც ნიკარაგუის პრეზდენტობა მისი ოჯახის წევერებს არ გადაეცემოდათ. ამ ცვლილებებს სკეპტიკურად აღიქვამდნენ ნიკარაგუელი ოპოზიციონერები. ლუსი სომოსას გარდაცვალების შემდეგ 1967 წელს ისევ სომოსას ოჯახი აკონტროლებდა ქვეყანას და 1967 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ სომსას ოჯახის წევრმა, ამჯერად ანასტასიო სომოსა დებაილემ გაიმარჯვა.
 
==სანდინისტების აჯანყება==
სომოსას რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად გარდამტეხი წერტილი იყო 1972 წლის დეკემბერში მომხდარი მიწისძვრა, რომლემაც დაანადგურა დედაქალაქ [[მანაგუა|მანაგუიას]] 90% და, მოკვდა 10, 000-ზე მეტი ადამიანი, 500 000 ადამიანამდე კი უსახლკაროდ დარჩა. ნიკარაგუამ მიიღო უზარმაზარი საერთაშოირსო დახმარება. გამომცემელმა და ჟურნალისტმა პერდო ხოაკინ ჩამორომ დაიწყო სენსაციური ამბების წერა იმის შესახებ, თუ როგორ ითვისებდა ამ თანხებს სომოსა და ეროვნული არმია. ამან გააღიზიანა ნიკარაგუის მოსახლეობა. ისინი აგრესიას იჩნდნენ არამარტო სომოსას რეჟიმის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც (რადგან შტატები მხარს უჭერდა სომოსას კომუნისტების წინააღმდეგ). სომოსას რეჟიმის კორუფცია უკვე თვალშისაცემი გახდა. პოლიტიკური ოპოზიცია, განსაკუთრებით კი რევოლუციონერები(სანდინისტები) გამოცოხლებას იწყებენ, რომელთაც ზურგს [[კუბა]] და [[საბჭოთა კავშირი]] უმაგრებდა.
 
ახალი წლის წვეულებაზე სომოსას ოჯახის რამდენიმე წევრი და მისი მეგობარი აჯანყებულებმა დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. ამ პერეიოდს სომოსა თავის მემუარებში იხსენებდა აჯანყებულებისა და მთავრობის დაპირისპირების ესკალაციის დაწყებას. ტერორისტული მოქმედების შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ეროვნულმა არმიამ დაიწყო სოფლების აოხრება და სანდინისტების მომხრეთა დაწიოკება. ადამიანის უფლებათა დამცველებმა ამხილეს სომოსას რეჟიმი, თუმცა პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს ნიაკარგუის დიქტატორთან ურთიერთობის შეწყვეტა არ სურდა.
 
აჯანყებულები წარმატებით აგრძელებდნენ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას. 1878 წელს პედრო ჩამოროს მკვლელობის შემდეგ ნიკარაგუა სრულმასშტაბიან სამოქალქო ომში ჩაება. სომოსას რეჟიმის მსხვერპლის დაკრძალვას 50, 000 ადამიანი დაესწრო. ნიკარაგუის მოსაზღვრე [[კოსტა-რიკა]]სა და [[ჰონდურასი|ჰონდურასში]] თავმოყრილი სანდინისტები შეიჭებიან ნიკარაგუაში, იზოლაციაში დარჩენილი დასახლებების ასაღებად. სანდინისტები ქალქებს იღებდნენ და აძევებდნენ იქიდან ეროვნულ არმიას. ამის საპასუხოდ სომოსა გაზრდილი ძლადობითა და რეპრესიებით მოქმედებდა. როცა, აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი [[ლეონი (ნიკარაგუა)|ლეონი]], მან ქალაქის საჰაერო დაბომბვა გადაწყვიტა და განკარგულება გასცა: "დაებომბათ ყველაფერი რაც მოძრაობდა იქამდე, სანამ მოძრაობას არ შეწყვეტდა."
 
ა.შ.შ-ს საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებდნენ ნიკარაგუაში მომხდარ ამბებს. გაანალიზა რა სომოსას დიქტატურა დღეებს ითვლიდა, კარტერმა აიძულა იგი დაეტოვებინა ნიკარაგუა. სომოსა, რომელიც იმედოვნებდა ეროვნული არმიის მეშვეობით შეინარჩუნებდა ძლაუფლებას, არ დასთანხმდა კარტერს. ა.შ.შ. აყოვნებდა, რადგან არ სურდა სანდინისტებს ჩაეგდოთ ძალაუფლება. როცა ABC-ის რეპორტიორი ბილ სტიუარტი მოკლა ნიკარაგუის ეროვნულმა გვარდიამ, ამერიკის მოსახლეობა აღშფოთდა და უფრო მტრულად მოეკიდა სომოსას რეჟიმს. კარტერმა შეუწყვიტა სომოსას სამხედრო დახმარება, მიაჩნდა რომ სომოსას რეპსრესიული მოქმედებები სანდინისტებს კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს გამოუჩენდა.