კიმი რაიკონენი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის დამატება: fa:کیمی رایکونن; cosmetic changes
(ბოტის დამატება: az:Kimi Raykonen)
(ბოტის დამატება: fa:کیمی رایکونن; cosmetic changes)
[[სურათიფაილი:KR-1.jpg|thumb|180px|კიმი რაიკონენი]]
'''კიმი მატიას რაიკონენი''' ''([[ფინური ენა|ფინ.]] Kimi Matias Räikkönen [ˈkimi ˈræik:œnɛn] )'' (დ. [[17 ოქტომბერი]] [[1979]], [[ესპოო]], [[ფინეთი]]) - [[ფორმულა ერთი|ფორმულა 1]]-ის [[ფინელები|ფინელი]] მრბოლელი. [[2007]] წლის მსოფლიო ჩემპიონი. მისი სიმაღლეა 1.75 მ, წონა - 65 კგ.
 
== კარიერის დასაწყისი ==
ოთხი წლის ასაკში, რაიკონენმა უთხრა დედას, ''"ერთ დღეს მე მსოფლიოს ჩემპიონი ვიქნები. არ ვიცი რომელ სპორტში, მაგრამ მე ვიქნები."'' კიმიმ ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა თავისი სპორტული ნიჭი და გამარჯვების ჟინი. მან თავი სპორტის სხვადასხვა სახეობებში სცადა - [[სნოუბორდი|სნოუბორდში]], [[ველოსპორტი|ველოსპორტში]], [[ფეხბურთი|ფეხბურთში]], რბოლებში მონაწილეობა კი [[1988]] წლიდან დაიწყო. [[1995]] წელს მან პირველი [[რბოლა]] ჩაატარა კარტინგის "ფორმულა ა" კლასში და პირველი ადგილიც მოიპოვა. კიმიმ სხვადასხვა კლასის რბოლებში იზეიმა გამარჯვება და [[2000]] წელს ბრიტანეთის ფორმულა რენოს ჩემპიონი გახდა იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 10 ეტაპში მიიღო მონაწილეობა. მის მიმართ მაშინვე გაჩნდა დაინტერესება [[ფორმულა ერთი|ფორმულა 1]]-ის გუნდების მეფლობელების მხრიდან, თუმცა იმის გამო, რომ რაიკონენს ფორმულას კლასში მონაწილეობის ძალიან მცირე გამოცდილება ჰქონდა, ფ1-ის მეპატრონეებს [[2001]] წელს არ სურდათ მისი უმაღლესი კლასის რბოლებში დაშვება. კიმიმ გამოსცადა პიტერ ზაუბერის გუნდის ახალი მანქანა, "[[ზაუბერ ც19]]". თავისი შესაძლებლობებით მან გააოცა ფორმულა 1-ის სპეციალისტები და მაშინ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი [[მიხაელ შუმახერი]], რომელმაც მისი ტესტირების ყურებისას განაცხადა, რომ ფინელი ოდესმე ჩემპიონი გახდებოდა. შემდეგ იყო ფორუმი რაიკონენის ფორმულაში მიღების საკითხზე. იმის მიუხედავად, რომ ფია-ს([[საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია]]) პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ ხმა მის წინააღმდეგ მისცა, რაიკონენმა საკმაო ხმა დააგროვა და 2001 წელს ფ1-ში გამოსვლა დაიწყო.
 
[[Imageფაილი:raikkonen.jpg|frame|left|კიმი რაიკონენი, აშშ-ის დიდი პრიზი, 2002]]
=== პირველი სეზონი ===
მისი პირველი სეზონი საშუალო დონის გუნდში თითქმის სენსაციური აღმოჩნდა-რაიკონენმა ორჯერ მოახერხა მე-4 ადგილზე გასვლა, საბოლოოდ 9 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე დაასრულა სეზონი. დიდმა გუნდებმა მაშინვე გამოხატეს კიმის თავისთან გადაყვანის სურვილი. ამ გუნდებს შორის იყო ორი გრანდი-"[[ფერარი]]" და "[[მაკლარენი]]", თუმცა რაიკონენი ხვდებოდა, რომ "ფერარიში" გადასვლით ის მკვეთრად გამოხატული მეორე ნომერი იქნებოდა და იძულებული იქნებოდა, საკუთარი შედეგების მაგივრად, მიხაელ შუმახერს დახმარებოდა გამარჯვებების მოპოვებაში; "მაკლარენი" კი მას სთავაზობდა თანაბარ პირობებს გუნდის მეორე პილოტთან, დევიდ კულჰარდთან, ამიტომაც ფინელმა სწორედ ბრიტანული გუნდი არჩია კარიერის გასაგრძელებლად. გუნდში რაიკონენმა მისი ცნობილი წინამორბედი, მიკა ჰაკინენი შეცვალა.
 
=== 2003 ===
[[Imageფაილი:raikkonen_2002.jpg|thumb|right|კიმი რაიკონენი, აშშ-ის დიდი პრიზი, 2002]]
[[2003]] წლის სეზონში რაიკონენმა გაცილებით უკეთესად იასპარეზა - "[[მერსედესი]]ს" ძრავა უფრო საიმედოდ გამოიყურებოდა და ფინელსაც უკვე გარკვეული სარბოლო გამოცდილება გააჩნდა. სეზონის შუაში მას ორჯერ მეტი ქულა ჰქონდა, ვიდრე მთელ წინა წელს. მან პირველი გამარჯვებაც იზეიმა მალაიზიის გრან-პრიზე და იყო კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა კიმის მოგება შეეძლო (მაგალითად, ევროპის გრან-პრი, სადაც მან ბრწყინვალე სტილში მოიგო საკვალიფიკაციო სესია და რბოლას მშვიდად ლიდერობდა 26-ე წრემდე, როცა მისი "მერსედესის" ძრავა დაიწვა). მან სეზონის მხოლოდ 3 რბოლაში ვერ აიღო ქულა და ერთი წლით დაძველებული მანქანით ("მაკლარენმა" სეზონის ბოლომდე ვერ მოახერხა 2003 წლისათვის განკუთვნილი მპ 4/18-ის მომზადება) მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა მიხაელ შუმახერს..
 
=== 2004 ===
ეს სეზონი კიმისთვის თითქმის ისეთივე უიღბლო გამოვიდა, როგორც [[2002]] წლის გათამაშება: იგი რვაჯერ გამოეთიშა რბოლას ტექნიკური მიზეზის გამო და სეზონის რბოლების 70%-ის განმავლობაში მისი ბოლიდი იმდენად სუსტად გამოიყურებოდა, რომ რაიკონენი მხოლოდ ხუთეულში ადგილის მოსაპოვებლად ახერხებდა ბრძოლის გამართვას. თუმცა, "მაკლარენმა" უსწრაფესი პროგრესი განიცადა და სეზონის მეორე ნახევრიდან ფინელის განკარგულებაში უკვე პოდიუმისათვის საბრძოლველად გამზადებული ტექნიკა იყო. რამდენიმე გრან-პრის განმავლობაში ბოლიდის საიმედოობა უმჯობესდებოდა, მას შემდეგ კი, რაც ეს მოხერხდა, რაიკონენმა უმაღლეს შედეგებსაც მიაღწია: ფინელმა ვუნდერკინდმა 04 სეზონის ოთხივე პოდიუმი ამ პერიოდში აიღო - მესამე პოზიცია ჩინეთში, მეორე ადგილი ბრიტანეთსა და ბრაზილიაში და დამაჯერებელი გამარჯვება ბელგიაში, თუმცა ტექნიკის არასაიმედოობამ და სისუსტემ კიმის საერთო ჩათვლაში მხოლოდ მეშვიდე პოზიციის დაკავების საშუალება მისცა.
 
[[et:Kimi Räikkönen]]
[[eu:Kimi Räikkönen]]
[[fa:کیمی رایکونن]]
[[fi:Kimi Räikkönen]]
[[fr:Kimi Räikkönen]]
77 427

რედაქტირება