ღვთისმშობლის ხატები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ღვთისმშობლის ხატის''' პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახ...
(განსხვავება არ არის)

05:42, 17 სექტემბერი 2009-ის ვერსია

ღვთისმშობლის ხატის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა: ერთი წარმოადგენდა „ელეუსას“, ანუ მოალერსე ღვთისმშობელს. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, სწორედ ამიტომ მასში ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი, სიყვარულის განცდისა.

მეორე - „ოდიგიტრია“ (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მას რეპრეზენტაციული, ანუ წარდგინებითი ხატიც ეწოდება. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა, მისი დანიშნულება. ოდიგიტრიის ხატი განკაცებისა და უბიწოდ ჩასახვის დოგმატის გამომხატველია.

მესამე - „დეისუსი“ (ვედრების ტიპის ღვთისმშობელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როცა ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.


ოდიგიტრია (გზის მაჩვენებელი)


მეოთხე კი - „გლიკოფილუსა“ (მოწყალე) ხატი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა