დორიან გრეის პორტრეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ლიტერატურული ნაწარმოები |სურათი = Lippincott doriangray.jpg |სრული ...
(განსხვავება არ არის)

19:53, 15 სექტემბერი 2009-ის ვერსია

«დორიან გრეის პორტრეტი» (ინგლ. The Picture of Dorian Gray) — ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანია. პირველად გამოცემული იყო 1890 წლის ივნისში ჟურნალ «ლიპინსკოტს მანსლი მაგაზინ»-ში (Lippincott’s Monthly Magazine), 1891 წელს კი ცალკე წიგნის სახით.

დორიან გრეის პორტრეტი
სრული სათაური დორიან გრეის პორტრეტი
The Picture of Dorian Gray
ჟანრი რომანი
ავტორი ოსკარ უაილდი
მშობლიური ენა ინგლისური
გამოცემულია 1890

მოკლე შინაარსი

რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი- დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ხოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:

ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე როგორიც ეხლა ვარ! ამისთვის სულს მივჰყიდიდი ეშმაკს!

სურვილი აუსრულდა: მას ეცნობა ჰენრი უოტონი, რომელშიც ჩვენ ვცნობთ ოსკარ უაილდის ხასიათს.

დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ხდება. იგი ხდება მატყუარა და ლოველასი. გადის წლები დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული გახდა უზნეო, მატყუარა და ბინძური; პორტრეტი მისი სინდისი ხდება. იმ მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ყოველი შეხვადრა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა შეურჭო პორტრეტს.შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავისი პატრონის ულამაზესი პორტრეტი , ხოლო იატაკზე დამახინჯებული გვამი, რომელის ამოცნობა ბეჯდების საშუალებით მოხდა.

საინტერესო ფაქტები

  • რომანი ეკრანიზებულია 15 ჯერ.
  • ეს რომანი იყო დაწერილი სამ კვირაში
  • არსებობს დაავადება «დორიან გრეის სინდრომი» — ახალგაზრდობის კულტი, ფიზიკური დაბერების შიში.