ჯულია ჩაილდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: zh:茱莉亞·蔡爾德
ბოტის დამატება: tl:Julia Child; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Julia child.jpg|thumb|250px|ჯულია ჩაილდი '[[ზღვის ეშმაკი|ზღვის ეშმაკით]]' ხელში]]
'''ჯულია ჩაილდი''' (Julia Child) ([[15 აგვისტო]], [[1912]] – [[13 აგვისტო]], [[2004]]), დაბადებით ''' ჯულია ქეროლინ მაკუილიამსი''', იყო განთქმული ამერიკელი გურმანი მზარეული, ავტორი, ტელეწამყვანი, რომელმაც ფრანგული სამზარეულო და კერძების მომზადების ტექნიკა გააცნო ამერიკის მასებს მისი მრავალრიცხოვანი რეცეპტების წიგნებისა და სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით. მისი ყველაზე განთქმული ნაშრომებია 1961 წლის რეცეპტების წიგნი "Mastering the Art of French Cooking" (ინგ. ფრანგული სამზარეულოს დახელოვნება) და სატელევიზიო სერიებით "The French Chef" (ინგ. ფრანგი შეფი), რომლის პრემიერა 1963 წელს მოხდა.
 
== ახალგაზრდობა და მეორე მსოფლიო ომი ==
ჯულია ჩაილდი დაიბადა ჯონ და ჯულია კეროლინ მაკვილიამსების ოჯახში [[პასადენა|პასადენას]] კონსერვატიულ, მდიდარ უბანში, [[კალიფორნია|კალიფორნიაში]]. გაიზარდა ტრადიციული [[ახალი ინგლისი|ახალი ინგლისის]] კერძებზე, რომელსაც ოჯახის მოსამსახურე ამზადებდა. ბავშვობაში პასადენას პოლიტექნიკურ სკოლაში სწავლობდა. სმითის კოლეჯის დასრულების შემდეგ, სადაც 185 სმ სიმაღლის ჯულია კალათბურთს თამაშობდა და ბაკალავრის ხარისხი მიირო 1934 წელს, ის [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] გადადის და ინტერიერის გაფორმების ფირმა W. & J. Sloane-ის სარეკლამო განყოფილებაში მუშაობს.
 
1937 წელს დედის გარდაცვალებიდან წოტა ხნით ადრე კალიფორნიაში დაბრუნების შემდეგ მშობლიურ სახლში ატარებს ოთხ წელს. ამ პერიოდში ჯულია ძირითადად ადგილობრივი გამომცემლებისთვის მოკლე პუბლიკაციებს წერს. ამავე დროს საზოგადო საკითხებით დაინტერესებული ჯულია ჩაილდი ამერიკის წითელ ჯვარში მოხალისედ შედის; 1941 წელს პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ კი სტრატეგიული სამსახურების ოფისს (Office of Strategic Services) უერთდება აშშ-ის საზღვაო ძალებიდან სიმაღლის გამო უარით გასტუმრების შემდეგ.
 
ერთი წელი ოსს-ში საზღვაო შემთხვევების მონიტორინგის მოწყობილობის განყოფილებაში ([[ვაშინგტონი (ქალაქი)|ვაშინგტონი]], კოლუმბიის ოლქი) კლერაკად მუშაობის შემდეგ მივლინებით კენდიში, [[ცეილონი]], გაუშვეს 1944 წელს, სადაც ხვდება მის მომავალ მეუღლეს პოლ კუშინგ ჩაილდს, ოსს-ის მაღალი რანგის კარტოგრაფი. მოგვიენებით ამავე სამსახურის მივლინებით ჩინეთში მიემგზავრება სადაც ის საზოგადოებრივ სამსახურში წარჩინების ემბლემას იმსახურებს ოსს-ის სეკრეტარიატში რეესტრის განყოფილების უფროსობისთვის.
 
ომის დასრულების შემდეგ ის ვაშინგტონში სახლდება, სადაც 1946 წლის 1 სექტემბერს ცოლად მიჰყვება პოლ ჩაილდს, წარჩინებული ბოსტონური ოჯახის ჩამომავალს, რომელიც პარიზში ცხოვრობდა. პოლ ჩაილდი აშშ-ის მთავრობის საგარეო საქმეთა განყოფილებაში მსახურობდა და სწორედ მან გააცნო ჯულიას დახვეწილი კულინარია. ჯულია კერძების მომზადებას მეუღლისა და მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების სასიამოვნებლად სწავლობდა. 1948 წელს ისინი პარიზში გადადიან პოლ ჩაილდის აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს პარიზის ბიუროში დანიშვნის შემდეგ. ჯულიას ამ ქორწინებიდან შვილები არ ჰყოლია.
 
== ომისშემდგომი საფრანგეთი ==
ქ-ნი ჩაილდი ხშირად იხსენებდა [[რუენი|რუენში]] ყოფნისას მის პირველ კერძს ხამანწკებით "sole meunière" შესანიშნავ ღვინოსთან ერთად, როგორც "კულინარულ გამოცხადებას" (culinary revelation). ეს განცდა მან ერთხელ [[ნიუ-იორკ ტაიმსი (გაზეთი)|ნიუ-იორკ ტაიმსში]] აღწერა, როგორც მისთვის "სულისა და გულის გახსნა". ამის შემდეგ ის პარიზის განთქმულ [[კორდონ ბლუ|ლე კორდონ ბლუ]]-ს კულინარულ სკოლაში შედის, მოგვიანებით კერძო გაკვეთილებს იღებს ისეთი განთქმული მზარეულებისგან, როგორიცაა მაქს ბუნიარდი. აქ ის უერთდება ქალთა კულინარიულ კლუბს "Cercle des Gourmettes", სადაც ხვდება სიმონ ბეკს, რომელიც ლუიზეტ ბერთოლთან ერთად ფრანგული სამზარეულოს რეცეპტების წიგნს წერდა ამერიკელებისთვის და შესთავაზა ქ-ნ ჩაილდსაც მიეღო მონაწილეობა წიგნის ამერიკელთათვის პოპულარიზაციაში.
 
1951 წელს ისინი იწყებენ კერძების მომზადებას ამერიკელი ქალებისთვის "ჩაილდსის სამზარეულოში", უწოდეს რა მათ არაფორმალურ სკოლას "L'Ecole des Trois Gourmandes" (სამი გურმანის სკოლა). შემდეგი დეკადის განმავლობაში ჩაილდი ევროპაში მოგზაურობს და საბოლოოდ კემბრიჯში, [[მასაჩუსეტსი]], სახლდება, სადაც სამი მეგობარი რეცეპტების კვლევასა და ტესტირებას ატარებენ, ქ-ნი ჩაილდი კი ფრანგულიდან ამერიკულ ინგლისურად თარგმნის, მასებისთვის გასაგებ დეტალურ, პრაქტიკულ და საინტერესო ენაზე.
 
== აღიარება, წიგნები, სატელევიო სერიები ==
==გვიანდელი პერიოდი==
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{ბიოგრაფია}}
ხაზი 32:
[[he:ג'וליה צ'יילד]]
[[pt:Julia Child]]
[[tl:Julia Child]]
[[zh:茱莉亞·蔡爾德]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ჩაილდი“-დან