ალფონსო VIII (კასტილია): განსხვავება გადახედვებს შორის

(ბოტის დამატება: qu:Alfonso VIII)
როდესაც მამა გარდაიცვალა, ალფონსო ჯერ არ იყო სრულწლოვანი. მისი მეურვეობისთვის და რეგენტობისთვის სასტიკი ომი დაიწყო კასტილიელ საგვარეულოებს შორის, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. [[კასტრო]]ებმა დასახმარებლად ალფონსოს ბიძას, [[ლეონი]]ს მეფეს, [[ფერდინანდ II (ლეონი)|ფერდინანდ II]]ს, უხმეს. როდესაც ალფონსო გაიზარდა, იგი [[ავილა]]ს მოქალაქეებისა და ერთგული აზნაურების თანხლებით კასტილიის ქალაქების სანახად წავიდა, თავისი უფლებების აღიარების მოსათხოვნად. როდესაც იგი [[1166]] წელს [[ტოლედო]]ში ჩავიდა, მას ხალხი სიხარულით შეეგება. მისი მომხრეების რიცხვი მატულობდა. მან დაიწყო ციხესიმაგრეების დაბრუნება, რომლებიც კასტროების, ლარების, ლეონისა და სხვა დამოუკიდებელი მთავრების ხელში იყო. ეს ომი, რომლის მიზანიც კასტილიაში წესრიგის დამყარება იყო, დამთავრდა [[1180]] წელს ფერდინანდთან სამშვიდობო ხელშეკრულებით.
 
ამასობაში ალფონსოს არ ავიწყდებოდა მავრებთან ომიც. [[არაგონი]]ს მეფის [[ალფონსო II (არაგონი)|ალფონსო II]]ს დახმარებით მან აიღო ქალაქი [[კუენკა (ესპანეთი)|კუენკა]]. ამის შემდეგ 15 წლის მანძილზე კასტილიელები ილაშქრებდნენ [[ანდალუსია]]ში. [[1195]] წელს [[ალმოხადები]]ს მმართველმა [[იაკუბ ალმანსორი|იაკუბ ალმანსორმა]] [[აფრიკა]]ში ჯარები მოაგროვა და ალფონსოს წინააღმდეგ გაილაშქრა. [[1195]] წლის [[1 ივლისი|1 ივლისს]] [[ალარკოსთან ბრძოლა]]ში კასტილიელები სასტიკად დამარცხდნენ. [[ხერსის ბრძოლა|ხერსის ბრძოლის]] შემდეგ, რომლის შედეგადაც მუსულმანები გაბატონდნენ [[ესპანეთი|ესპანეთში]], ქრისტიანები ასე სასტიკად არ დამარცხებულან. მავრებმა დაიკავეს თითქმის მთელი [[ახალი კასტილია]] და დაიწყეს ტოლედოს ალყა, მაგრამ ვერ აიღეს იგი. მხოლოდ გვადარაის ხეობის სირთულეებმა არ მისცეს მავრებს ასტურიის მთებამდე ჩასვლის საშუალება.
 
ასეთი სავალალო მდგომარეობის მიუხედავად ლეონსა და კასტილიას შორის ომი არ შეწყდა. მაშინ, როდესაც, იაკუბს ალყა ჰქონდა შემორტყმული ტოლედოსთვის, [[მადრიდი]]სთვის და სხვა ქალაქებისთვის, დაიწყო ლეონთან და [[ნავარა]]სთან ომი. ალფონსომ მხნეობა არ დაკარგა. მან ზავი დადო მავრებთან, გაამყარა კავშირი არაგონის მეფესთან, და სამი წელი ეომებოდა თავის ბიძაშვილს [[ალფონსო IX (ლეონი)|ალფონსო ლეონელს]]. ომი [[1197]] წელს დასრულდა ლეონელი ალფონსოს კასტილიის მეფის ასულზე ქორწინებით. ამის შემდეგ ალფონსომ ნავარის წინააღმდეგ გაილაშქრა და დაიპყრო ალავე და [[გილუსკოა]]ს პროვინცია, რომლის სენიორიც [[1200]] წელს გახდა.