ლუციუს იუნიუს ბრუტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21:
რომაელთა მეფის ტირანიისგან განთავისუფლების შემდეგ ბრუტუსმაც და სენატმაც ჩათვალეს, რომ ერთმმართველობა აღარ უნდა არსებულიყო, და ამიტომ თითო წლის ვადით ორი კონსულის არჩევა დააწესეს. პირველ არჩევნებში ბრუტუსმა რა თქმა უნდა გაიმარჯვა, მასთან ერთად კონსული ტარკვინიუს კოლატინუსიც გახდა. მიუხედავათ იმისა, რომ კოლატინუსის მეფისადმი სიძულვილი ეჭვს არ ჰბადებდა, ხალხს მაინც ეშინოდა რომ იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას განიზრახავდა.
 
ბრუტუსმა სენატის სხდომაზე მიმართა კოლატინუს და ურჩია, რომ უარი ეთქვა კონსულობაზე და დაეტოვებინა რომი. ამ უკანასკნელს ეს არ სურდა, მაგრამ ყველა ახლობელმა დაჟინებით ურჩია წასულიყო და ქონებაც წაეღო და ბოლოს იგი დათანხმდა. მის ნაცვლად კონსულად აირჩიეს [[პოპლიკოლაპუბლიკოლა|ვალერიუს პოპლიკოლაპუბლიკოლა]].
 
ბრუტუსმა სენატს და რომის მოსახლეობას ფიცი დაადებინა, რომ ისინი არასდროს არ დაუშვებდნენ რომში მეფის მმართველობას. მან შეავსო შეთხელებული სენატი და სენატორთა რაოდენობა 300 კაცს გაუტოლდა. არსებობდა რელიგიური რიტუალები, რომლის ჩატარების უფლებაც მხოლოდ მეფეს ჰქონდა, ამიტომ ბრუტუსმა შექმნა "მეფე ქურუმის" თანამდებობა, რომელსაც დაევალა ამ რიტუალების და მსხვერპლშეწირვების ჩატარება.