ალვარ აალტო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: af:Alvar Aalto
ბოტის დამატება: vi:Hugo Alvar Henrik Aalto.; cosmetic changes
ხაზი 11:
|გარდ_ადგილი = [[ჰელსინკი]], ფინეთი
|პრაქტიკა = [[არქიტექტურა]], [[დიზაინი]]
|მნიშ_შენობები= [[პაიმიოს სანატორიუმი]]

[[ვიბორგის ბიბლიოთეკა]]

[[ვილა მაირეა]]

[[ფინლანდია ჰოლი]]
|მნიშ_პროექტები = ჰელსინკის ქალიქის ცენტრი

|მნიშ_დიზაინი = [[აალტოს ვაზა]]

[[არტეკი (კომპანია)|პაიმიოს სკამი]]
|ჯილდოები = [[სამეფო ოქროს მედალი]]

[[ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტი|AIA ოქროს მედალი]]

'''ჰუგო ალვარ ჰენრიკ აალტო''' (Hugo Alvar Henrik Aalto) (დ. [[3 თებერვალი]], [[1898]], [[კუორტანე]], [[ფინეთი]] — გ. [[11 მაისი]], [[1976]], [[ჰელსინკი]], ფინეთი), [[ფინელები|ფინელი]] არქიტექტორი და დიზაინერი. მოღვაწეობდა ფინეთში, [[შვედეთი|შვედეთში]] და [[აშშ]]-ში. ეროვნული ტრადიციების ნიადაგზე ერთმანეთს შეუხამა [[ფუნქციონალიზმი (არქიტექტურა)|ფუნქციონალიზმისა]] და [[ორგანული არქიტექტურა|ორგანული არქიტექტურის]] პრინციპები. შექმნა ლანდშაფტთან შერწყმული მოცულობით-სივრცობრივი კომპოზიციები; აგურთან, მინასთან, სპილენძსა და ბეტონთან ერთად აქტიურად გამოიყენა ადგილობრივი მასალა — ხე და გრანიტი.

== ცხოვრება ==
დაიბადა კუორტანეში, ფინეთი. [[არქიტექტურა]]ს სწავლობდა [[ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი|ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში]] 1916-21 წლებში. 1923 წელს ივასკილაში ბრუნდება, სადაც თავის პირველ არქიტექტურულ სტუდიას ხსნის. მომდევნო წელს აინო მარსიოზე ქორწენდება. მათმა საქორწინო მოგზაურობამ [[იტალია]]ში განაპრიობა მისი ინტელექტუალური კავშირი [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] რეგიონთან, რაც მნიშვნელოვანი მიმართულება დარჩა აალტოს მთელი დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში. 1927 წელს მას სტუდია [[ტურკუ]]ში გადააქვს და თანამშრომლობას არქიტექტორ [[ბრიგმანი, ერიკ|ერიკ ბრიგმანთან]] იწყებს. 1933 წელს ის უკვე [[ჰელსინკი]]ში გადადის. 1935-36 წლებში მან თავისთვის საოფისე-საცხოვრებელი სახლი დააპროექტა მუნკინიემის უბანში, თუმცა მოგვიანებით (1955) იმავე უბანში სპეციალურად მხოლოდ ოფისისთვის განკუთვნილი შენობა ააგო.

1949 წელს აინო აალტო გარდაიცვალა და 1952 წელს მან არქიტექტორ ელისა მაკინიემიზე იქორწინა (გ. 1994). 1957 წელს მათ ერთობლივად დააპროექტეს და ააგეს საზაფხულო აგარაკი, ე. წ. "ექსპერიმენტული სახლი" მუურაცალოში, სადაც ზაფხულობით ერთად მუშაობდნენ ხოლმე. აალტო 1976 წლის 11 მაისს დარდაიცვალა ჰელსინკიში.

== კარიერა ==
[[სურათიფაილი:Helsinki University of Technology auditorium.jpg|thumb|280px|left|ჰელსინკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი]]
[[Imageფაილი:Finlandia Wiki.jpg|thumb|280px|ფინეთის საკონცერტო ჰოლი.]]
[[სურათიფაილი:Aalto-Theater 02.jpg|thumb|280px|აალტო-თეატერ — ოპერის სახლი ესენში, გერმანია.]]
[[სურათიფაილი:AlvarAaltoKulturhaus011.JPG|280px|thumb|ალვარ აალტოს კულტურის სახლი, ვოლფსბურგი, გერმანია.]]
მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად [[სკანდინავიური მოდერნიზმი]]ს პირველ და ყველაზე გავლენიან არქიტექტორად მიიჩნევენ, ისტორიული ფაქტების უფრო ღრმა ანალიზი ააშკარავებს, რომ აალტო მისდევდა სხვა პიონერებს [[შვედეთი|შვედეთში]], მათ შორის [[გუნარ ასპლუნდი|გუნარ ასპლუნდსა]] და [[სვენ მარკელიუსი|სვენ მარკელიუსს]], რომელთანაც მას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. აალტოს და მრავალ სხვა ამ თაობის არქიტექტორს სკანდინავიურ ქვეყნებში ერთი საერთო რამ აკავშირებდათ — მათ დაიწყეს კლასიკური განათლებით და პირველებმა ჩამოაყალიბეს ე. წ. [[ნორდული კლასიციზმი|სკანდინავიური (ნორდული) კლასიციზმი]], სანამ 1920-იან წლებში [[მოდერნიზმი|მოდერნიზმში]] გადაინაცვლებდნენ.

ხაზი 45:
1967 წელს ფინეთის არქიტექტურის მუზეუმმა და ფინეთის არქიტექტორთა ასოციაციამ ერთობლივად დააფუძნეს [[ალვარ აალტოს მედალი]], რომელიც ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება ამ დარგში.

== ნამუშევრები ==
[[Imageფაილი:VIPlibrary.jpg|thumb|250px|[[ვიბორგის ბიბლიოთეკა|ვიიპურის საქალაქო ბიბლიოთეკის]] აუდიტორია 1930-იან წლებში.]]

[[სურათიფაილი:Aalto Teewagen.jpg|thumb|250px|აალტოს "ტეევაგენი".]]
აალტოს შემოქმედების ფართო სპექტრი მოიცავს ავეჯს, მინის დიზაინს, არქიტექტურასა და ფერწერას. მისი ვაზების დიზაინი მსოფლიოშია განთქმული. მან გამოიგონა ლამინირებული დაგრეხილი ხის ავეჯის ახალი ფორმა 1932 წელს. აალტოს ავეჯს აწარმოებს ფირმა არტეკი, რომლის თანადამფუძნებელი აალტო იყო. აალტოს მინის ნაწარმს უშვებს ფინური კომპანია ლიტალა. აალტოს კარიერის განმავლობაში მისი სტილი ტრანსფორმაციას განიცდის წინამოდერნისტულიდან (ნორდული კლასიციზმი) წმინდა [[საერთაშორისო სტილი]]ს მოდერნიზმამდე და უფრო სინთეზურსა და იდიოსინკრეტულ მიდგომამდე.

=== მნიშვნელოვანი შენობები ===
*კაუჰაიარვის ეკლესიის სამრეკლო, [[ლაპუა]], [[ფინეთი]] (1921-23)
*მუნიციპალური საავადმყოფო, [[ალაიარვი]], ფინეთი (1924-28)
ხაზი 68:
*ესენის ოპერის თეატრი, [[ესენი]], [[გერმანია]]

=== ქალაქგეგმარების პროექტები ===
*[[როვანიუმი]], 1946-48;
*[[სიაინიატსალო]], 1949-1952;
*[[ჰელსინკი]]ს ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი, [[1966]]).

== ციტატები ==
*"ღმერთმა ქაღალდი შექმნა მასზე არქიტექტურის სახაზავად. სხვა დანარჩენი, სულ მცირე ჩემთვის მაინც, ქაღალდის ფუჭი ხარჯია." ალვარ აალტო, ჩანახატები, 1978, 104.
*"ჩვენ უნდა შევქმნათ მარტივი, კარგი, უდეკორაციო საგნები... ამავე დროს საგნები, რომლებიც ჰარმონიაშია ჰუმანურ არსებასთან და ორგანულად ერწყმის პატარა ადამიანს ქუჩაში." ალვარ აალტო, სიტყვა წარმოთქმული ლონდონში 1957 წელს.

== ლიტერატურა ==
*გერან შილდტს ეკუთვნის მრავალი წიგნი აალტოზე, მათ შორის ყველაზე ცნობილია სამტომიანი ბიოგრაფია.
**"ალვარ აალტო. ადრეული წლები" (Alvar Aalto. The Early Years Rizzoli), ნიუ-იორკი, 1984. პირველი ტომი
ხაზი 91:
**"ალვარ აალტო: ჰუმანიზმსა და მატერიალიზმს შორის", პიტერ რიდი, [[მომა]], ნიუ-იორკი, 1998. (კატალოგი)

== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commonscat|Alvar Aalto|ალვარ აალტო}}
*[http://www.alvaraalto.fi/ ალვარ აალტოს ფონდი]
ხაზი 153:
[[tr:Alvar Aalto]]
[[uk:Алвар Гуго Аалто]]
[[vi:Hugo Alvar Henrik Aalto.]]
[[zh:阿尔瓦尔·阿尔托]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალვარ_აალტო“-დან