მუდეხარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Teruel - Torre de la catedral.JPG|thumb|[[ტერუელი]]: ტაძრის კოშკი, [[არაგონი]]ს მუდეხარის ათ მონუმენტთაგან ერთ-ერთი, [[იუნესკო]]ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.]]
'''მუდეხარი''' ([[ესპ.]] mudéjar, [[არაბული ენა|არაბულიდან]] {{lang-ar2|مدجّن}} [mudaǧǧan] — მოშინაურებული, შინაური) — მუსულმანური მოსახლეობა, რომელიც [[პირენეის ნახევარკუნძული|პირენეის ნახევარკუნძულზე]] დარჩა [[ესპანეთი]]ს მიერ [[არაბები]]ს განდევნის შემდეგ; ასევე თვითმყოფადი სტილი XII-[[XVI საუკუნეებისსაუკუნე]]ების ესპანეთის არქიტექტურაში, ფერწერასა და დეკორატიულ ხელოვნებაში (განსაკუთრებით [[არაგონი|არაგონსა]] და [[კასტილია]]ში), რომლებზეც ძლიერი გავლენა იქონია მავრიტანულმა გემოვნებამ და ხელოსნობამ.
 
[[1492]] წლის იანვარში [[გრანადა|გრანადის]] დაცემის შემდეგ მუდეხარებმა გარკვეული დროით საკუთარი დამოუკიდებელი რელიგიური სტატუსი შეინარჩუნეს. თუმცა XVI საუკუნის შუა წლებში ისინი იძულებული იყვნენ [[ქრისტიანობა]]ზე გადასულიყვნენ. იმ დროიდან მათ მორისკოებს ეძახდნენ, ვინაიდან ეჭვები მათ სრულ მოქცევაზე მაინც რჩებოდა. [[1610]] წელს ისინი, ვინც უარი თქვა ქრისტიანობაზე გადასულიყო, ქვეყნიდან გააძევეს. გამორჩეული მუდეხარის სტილი დღემდე შესამჩნევია რეგიონულ არქიტექტურაში, მუსიკაში, ფერწერაში და ხელოსნობაში.
 
{{ესკიზი-ესპანეთი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუდეხარი“-დან