მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება სჭირდება
No edit summary
ხაზი 6:
 
* რადიკალური ეროვნული მოძრაობის ძალები, რომლებიც შემოიკრიბნენ ზვიად გამსახურდიას გარშემო აუცილებლად თვლიდნენ საბჭოთა კანონების გამოყენებას, სსრკ კანონის ფარგლებში არჩევნების ჩატარებას, არჩევნების მოგებას და ამ გზით დაფუძნებული ლეგიტიმური ხელისუფლების გამოყენებას საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის (ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ - რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ამ გზით დაიწყო სსრკ-დან გასვლა).
* სხვა პრო-დისიდენტური და ანტისაბჭოთა ძალები, რომელნიც შემოკრებილნი იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტის (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტის (თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტის (თემურ ჟორჟოლიანი,) საქართველოს "მხედრიონის" ([[ჯაბა იოსელიანი]]) გარშემო და იდეოლოგიურად მისდევდნენ ანდრეი სახაროვს, მერაბ მამარდაშვილს, ნიკო ჭავჭავაძეს, რევაზ ჩხეიძეს. ეს ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ პირველ რიგში მიღწეული ყოფილიყო საბჭოთა არმიის გაყვანა საქართველოდან. ზოგადად მათი პოლიტიკური კრედო იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
 
ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ საკოორდინაციო საბჭო პრო-დისიდენტური ძალების შემოთავაზებული მიზნით და პროგრამით შეიქმნებოდა მაშინ ეროვნული მოძრაობა გადაიქცეოდა „ანტიეროვნულ“ მოძრაობად და დატოვა კონფერენცია. მასთან ერთად კონფერენცია დატოვა კიდევ რამოდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელთაც შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო".