აპიუს კლავდიუს ცეკუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: uk:Аппій Клавдій Цек
ბოტის დამატება: la:Appius Claudius Caecus; cosmetic changes
ხაზი 1:
'''აპიუს კლავდიუსი ბრმა''' (დაახ. [[ძვ. წ. 340]] - [[ძვ. წ. 273]]) - [[რომის რესპუბლიკა|რომის რესპუბლიკის]] სახელმწიფო მოღვაწე, [[ცენზორი]] და მწერალი.
 
აპიუს კლავდიუსი იყო კლავდიუსების პატიციული ოჯახიდან. [[ძვ. წ. 312]] წელს იგი [[გაიუს პლავტიუსი|გაიუს პლავტიუსთან]] ერთად ცენზორად აირჩიეს. მისი ცენზორობის დროს აშენდა ცნობილი [[აპიუსის გზა]] და პირველი [[აკვედუკი]]. ეს ქმედებები მან მარტო ჩაიდინა, ვინაიდან მან [[რომის სენატი|სენატში]] ბევრი უღირსი სენატორი ჩარიცხა და დაკანონებული 1.5 წლის ნაცვად მან ცენზორობა ძველებურად, 5 წლით გაიხანგძლივა, მიუხედავად იმისა რომ მისი კოლეგა გადადგა. [[ტიტუს ლივიუსი]] ყველა, რომ აპიუსმა უბიძგა [[პორტიციუსები (გვარი)|პორტიციუსების]] პატრიციულ გვარს, რომლებშიც [[ჰერკულესი]]ს ქურუმობა მემკვიდრეობით გადადიოდა, ესწავლებინათ მონებისთვის ქურუმების მოვალეობების შესრულება. ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში პორტიციუსების გვარი გაწყდა, მალე კი აპიუსი დაბრმავდა. ხალხმა ეს ღმერთების სასჯელად მიიჩნია.
 
[[ძვ. წ. 310]] წელს აპიუსსა და პლებს შორის დაპირისპირება წარმოიშვა. ეს იმის ნიადაგზე მოხდა, რომ აპიუსის ცენზორობის ვადა, რომელიც დიქტატორმა [[მამერკუს ემილიუსი|მამერკუს ემილიუსმა]] დააწესა, 18 თვე გავიდა, მისი კოლეგა გადადგა, იგი კი არ აპირებდა გადადგომას. [[კომიცია|სახალხო კრებაზე]] კლავდიუსს დაუპირისპირდა [[ტრიბუნი|სახალხო ტრიბუნი]] [[პუბლიუს სემპრონიუსი]]. ტრიბუნმა ბრალი დადო კლავდიუსს, რომ იგი მეფის ძალაუფლებისკენ მიისწრაფოდა. მან სცადა კიდევაც ცენზორის დაპატიმრება, მაგრამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო კოლეგებისგან და აპიუს კლავდიუსის ცენზორობა გაგრძელდა.
ხაზი 13:
აპიუს კლავდიუსი ორჯერ გახდა დიქტატორი, [[ძვ. წ. 292]] და [[ძვ. წ. 285]] წლებში.
 
აპიუს კლავდიუსმა [[ლათინური დამწერლობა|ლათინურ ანბანს]] რამდენიმე ასო დაამატა. სიბერეში აპიუს კლავდიუსი დაბრმავდა და ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას. [[პიროსთან ომი]]სას კი ([[ძვ. წ. 279]]), როდესაც მან შეიტყო, რომ რომის სენატი განიხილავს [[პიროსი ეპიროსიდან|პიროსთან]] სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და თავს დამარცხებულად მიიჩნევს, აპიუსმა უბრძანა მსახურებს წაეყვანათ სენატში, სადაც გამოვიდა სიტყვით, გააკრიტიკა სენატის პოლიტიკა და მოუწოდა რომაელებს ბოლომდე ებრძოლათ და სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ პიროსის იტალიიდან წასვლის შემდეგ დაეწყოთ. მისმა სიტყვამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და ომი განახლდა. ეს არის ლათინურ ენაზე პოლიტიკური ორატორობის პირველი ჩაწერილი ნიმუში.
 
== გამოყენებული ლიტერატურა ==
*[[ტიტუს ლივიუსი]] - [[რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან]] IX - X წიგნები
*[[პლუტარქე]] - პიროსის ბიოგრაფია
ხაზი 39:
[[it:Appio Claudio Cieco]]
[[ja:アッピウス・クラウディウス・カエクス]]
[[la:Appius Claudius Caecus]]
[[nl:Appius Claudius Caecus]]
[[pl:Appiusz Klaudiusz]]