ბაუჰაუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sc:Bauhaus
ბოტის შეცვლა: ru:Баухаус; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Bauhaus.JPG|thumb|250px|სკოლის შენობა დესაუში.]]
'''ბაუჰაუზი''' ([[გერმ.]] Bauhaus, Hochschule für Bau und Gestaltung - მშენებლობისა და მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლა) — სასწავლო დაწესებულება [[გერმანია]]ში 1919-33 წლებში და მცირე ხნით [[აშშ]]-ში, ასევე სამხატვრო გაერთიანება, რომელიც ამ დაწესებულებაში შეიქმნა და განაპირობა არქიტექტურული მიმდინარეობის აღმოცენება. მიმდინარეობა [[მოდერნიზმი|მოდერნისტული]] არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სკოლად იქცა.
 
ბაუჰაუზის სამხატვრო სკოლა ოთხ სხვადასხვა ქალაქში არსებობდა ([[ვაიმარი|ვაიმარში]] 1919-25, [[დესაუ]]ში 1925-32, [[ბერლინი|ბერლინში]] 1932-33 და [[ჩიკაგო]]ში 1937-38) ოთხ სხვადასხვა არქიტექტორ-დირექტორის ხელმძღვანელობით ([[გროპიუსი, ვალტერ|ვალტერ გროპიუსი]] - 1919-28, [[მაიერი, ჰანეს|ჰანეს მაიერი]] 1928-30, [[მის ვან დერ როჰე, ლუდვიგ|ლუდვიგ მის ვან დერ როჰე]] 1930-33 და [[მოჰოლი-ნაგი, ლასხლო|ლასცლო მოჰოლი-ნაგი]] 1937-38). ადგილისა და ხელმძღვანელობის ამგვარი ცვლილება ფოკუსის, ტექნიკის, ინსტრუქტორებისა და პოლიტიკის მუდმივ ტრანსფორმაციას ნიშნავდა. სკოლის ვაიმარიდან დესაუში გადასვლისას თიხის საამქრო დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი შემოსავლის წყარო იყო. მისის 1930 წელს სკოლის სათავეში მოსვლისას მან იგი კერძო დაწესებულებად გარდაქმნა და ჰანეს მაიერის მხარდამჭერებს სკოლაში დასასწრებად აღარ უშვებდა.
 
== წინაპირობა ==
ბაუჰაუზს საფუძველი ჩაეყარა [[ევროპა]]ში და, კერძოდ, [[გერმანია]]ში არეულობისა და კრიზისის პერიოდში. მისი დაარსება იყო მრავალფეროვან პოლიტიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და მხატვრულ მიმართულებათა სინთეზის შედეგი მე-20 საუკუნის პირველ ორ ათწლეულში.
 
=== პოლიტიკა ===
1870-იან წლებში გერმანიის იმპერიის კონსერვატიული მოდერნიზაცია ძალაუფლებას არისტოკრატიის ხელში ინარჩუნებს. მანვე განაპირობა მილიტარიზმი და იმპერიალიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. 1912 წლისთვის მემარცხენე სოციალ-დემოკრატთა გაძლიერებამ პოლიტიკური პოზიციების პოლარიზაცია გამოიწვია საერთაშორისო სოლიდარობისა და სოციალიზმის იდეებით იმპერიალისტური ნაციონალიზმის წინააღმდეგ. 1914 წელს [[პირველი მსოფლიო ომი]]ც დაიწყო.
 
ხაზი 14:
19 იანვარს ჩატარებული არჩევნებით [[ვაიმარის რესპუბლიკა]] შეიქმნა. თუმცა კომუნისტური რევოლუცია კვლავაც ჩანაფიქრში რჩებოდა - მიუნხენში საბჭოთა რესპუბლიკა გამოცხადდა კიდეც, რომელიც ფრაიკორპსის მემარჯვენე ფრთამ და რეგულარულმა არმიამ მალევე ჩაახშეს.
 
=== ხელოვნება და არქიტექტურა ===
[[არტ-ნუვო]] (ან იუგენდსტილი გერმანიაში) მე-19 საუკუნის ისტორიულ მიმდინარეობათა აღორძინების მცდელობაში გარდატეხას ახდენს, თუმცა ახალი საუკუნის პირველ ათწლეულში მას მძაფრი კრიტიკით შეხვდნენ, ვინაიდან ამ პერიოდში გამეფებული რაციონალისტური იდეები ფორმალური ეფექტებისთვის პრაქტიკულ დასაბუთებას მოითხოვდა. მიმდინარეობის ყველაზე ეფექტური მოწინაამღდეგე ადოლფ ლოოსი 1908 წელს აქვეყნებს კრიტიკულ ნაშრომს "ორნამენტი და კრიმინალი", სადაც ამტკიცებდა, რომ ზედაპირების დეკორაციის სურვილი პრიმიტიული იყო. მისი არგუმენტები მოგვიანებით მოდერნისტებმა აიტაცეს, რაც კატალისტი გახდა შემდგომში ზედაპირთა დეკორაციის სრულ უკუგდებაში.
 
ხაზი 64:
[[pt:Bauhaus]]
[[ro:Bauhaus]]
[[ru:БаухаузБаухаус]]
[[sc:Bauhaus]]
[[sh:Bauhaus]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაუჰაუსი“-დან