გაიუს მარიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის he:גאיוס מריוס
No edit summary
ხაზი 4:
==ადრეული წლები==
 
გაიუს მარიუსი დაიბადა ძვ. წ. 157 წელს ქალაქ [[არპინუმი|არპინუმში]], [[ლაციუმი]]ს სამხრეთ ნაწილში. მისი მშობლები უბრალო ხალხი იყვნენ. მამამისს გაიუს მარიუსი ერქვა, ხოლო დედას ფულცინია. [[პლუტარქე]]ს ცნობებით მარიუსს არ ჰქონდა მიღებული სრულყოფილი განათლება, მან [[ბერძნული ენა|ბერძნული]] არც კი იცოდა. სამხედრო სამსახური ახალგაზრდა მარიუსმა [[კელტიბერია]]ში დაიწყო, სადაც [[სციპიონ აფრიკელი]] [[ნუმანცია]]ს იღებდა. აქ მან მალე მიიპყრო სციპიონის ყურადღება, ვინაიდან გამოირჩეოდა გამძლეობით და სამხედრო საქმისადმი ნიჭით. ერთხელ ნადიმისას სციპიონს ჰკითხეს ეყოლებოდა თუ არა კიდევ რომა ისეთი გამოჩენილი მხედართმთავარი როგორც იგია, სციპიონმა გვერძე მწოლ მარიუსს დაადო ხელი და თქვა რომ შესაძლოა სწორედ მარიუსი იქნებოდა ასეთი მხედართმთავარი.{{სქოლიო|1|ნადიმი}}<ref>[[პლუტარქე]] გაიუს მარიუსი, 3. </ref>
 
[[ძვ. წ. 120]] წელს მარიუსი [[კვინტუს ცეცილიუს მეტელუსი]]ს დახმარებით [[ტრიბუნი|სახალხო ტრიბუნად]] აირჩიეს. როგორც ტრიბუნმა მან შეიტანა ხმის მიცემის ახალი კანონი, რომლითაც მდიდრებს არჩევნების პროცესზე ნაკლები გავლენა ექნებოდათ. მისი პოლიტკა ძმები გრაქხუსების პოლიტიკას მისდევდა. მის წინააღმდეგ [[კონსული]] [[კოტა]] გამოვიდა, რომელმაც მარიუსი სენატში დაიბარა საქმის განსახილველად. [[რომის სენატი|სენატში]] მარიუსი თავისი მხრიდან დაემუქრა კოტას ციხით. კოტამ მეტელუსთან იჩივლა, და ეს უკანასკნელი დაეთანხმა მას. მარიუსმა ამის პასუხად მეტელუს [[ლიქტორი|ლიქტორები]] გაუგზავნა დასაპატიმრებლად. მეტელუსმა მხარდაჭერის მოპოვება სხვა ტრიბუნებთან სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამით მან სენატში პოპულისტის რეპუტაცია მოიპოვა. მარიუსი აქტიურად შეეწინააღმდეგა ხალხისთვის პურის დარიგებას და ამით დაიმსახურა ორივე მხარის პატივისცემა როგორც მოუდრეკელმა და პრინციპულმა ადამიანმა.
ხაზი 10:
შემდეგ წელს მან სცადა [[ედილუსი|ედილუსად]] არჩევა, მაგრამ წარუმატებლად. ცოტა ხანში კი უკვე [[პრეტორი|პრეტორად]] არჩევა სცადა. იგი უკანასკნელი კანდიდატი იყო ვინც აირჩიეს და მაშინვე ბრალი დასდეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში. მიუხედავად მძიმე სასამართლო პროცესისა მარიუსი გაამართლეს. პრეტორად ყოფნისას მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მას ერგო [[გარე ესპანეთი]]. იმ დროს ეს საკმაოდ ველური რეგიონი იყო. მარიუსმა იგი გაწმინდა ყაჩაღებისგან. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, დაახ. [[ძვ. წ. 110]] წელს, მან ცოლად [[იულია]], სენატორ [[გაიუს იულიუს კეისარი (უფროსი)|გაიუს იულიუს კეისარის]] და მოიყვანა ცოლად, რომელიც ძველი პატრიციული გვარის წარმომადგენელი იყო.
 
მარიუსის მტკიცე ხასიათზე მეტყველებს ისიც თუ როგორ გადაიტანა მან ქირურგიული ოპერაცია. მას ვენების გაფართოება ჰქონდა, ოპერაციის გაკეთების წინ მან არ მისცა ექიმს მისი დაბმის უფლება. როდესაც ოპერაცია ერთ ფეხზე ისე დასრულდა რომ მარიუსს კვენაც არ დასცდენია და ექიმმა მეორე ფეხზე გადასვლა დააპირა, მარიუსმა გააჩერა იგი და თქვა ”როგორც ჩანს განკურნება არ მიღირს ტკივილად”.{{სქოლიო|2|ოპერაცია}}<ref>პლუტარქე, გაიუს მარიუსი, 6</ref>
 
==იუგურთასთან ომი==
ხაზი 17:
 
==შენიშვნები==
{{სქოლიოს სია}}
 
* {{სქოლიო2|ნადიმი}} [[პლუტარქე]] გაიუს მარიუსი, 3.
* {{სქოლიო2|ოპერაცია}} პლუტარქე, გაიუს მარიუსი, 6
 
{{რომის რესპუბლიკის მოღვაწეები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაიუს_მარიუსი“-დან