მასაია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მასაია''' (ნიშნავს ყვავილების ქალაქს) არის [[მასაიის დეპარტამ...
(განსხვავება არ არის)

05:49, 3 სექტემბერი 2009-ის ვერსია

მასაია (ნიშნავს ყვავილების ქალაქს) არის მასაიის დეპარტამენტის დედაქალაქი და მდებარეობს ქალაქ გრანადიდან ჩრდილეოთით 14 კმ-ის მოშორებით, ხოლო დედაქალაქ მანაგუიდან სამხრეთით, 17 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქი მდებარეობს მოქმედი მასაიას ვულკანის სიახლოვეს, საიდანაც ეწოდა ქალაქს სახელი. მასაიას მოსახლეობა არის 146,000.


გეოგრაფია და ეკონომიკა

მასაია მდებარეობს ცენტრალურ ნიკარაგუაში, აგრალურად განვითარებულ რეგიონში. მასაიისა და სარასოს დეპარტამენტებში წარმოებული პროდუქციის უმტესობა მასაიის გავლით იგზავნება მანაგუასა და ლეონში. ქალაქი ასევ მნიშვნელოვანი საწარმოო ცენტრია, აწარმოებს რა ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს. მასაიაში ასევ აწარმოებენ ბოჭკოს, სიგარას, ტყავის პროდუქტებს, საპონსა და სახამებელს. მასაიის გარშემო დასახლებები აწარმოებენ მერქანსა და მოწნულ ავეჯს.

მასაია მიჩნეულია ნიკარაგუის ხალხური კულტურის აკვნად. იქ მრავლად მოიპოვებიან ნიკარაგუელი ხელოსნები. მასაიის ცენტრალური ბაზარი მდებარეობს საავტომობილო ვაგზალთან. ბაზარი დაყოფილია სხვადასხვა განყოფილებებად, რომლებშიც გადანაწილებულია საჭიროების საგნები. ბაზარში იყიდება მრავალფეროვანი საქონელი: ხელით ნაქსოვი ჰამაკები, ამოქარგული ზედატანი, კანაფის ნაქსოვები და არაერთი სხვა. მასაიის ცენტრალურ ბაზარში თავს იყრის მიმდებარე რაიონებში დამზადებული ნივთები და პროდუქცია.

ხელოსანთა ბაზარი(The Mercardo de Artesanias) მდებარეობს ძველი ბაზრის (mercado viejo") შიდა ნაწილში. 1900-იანი წლებსი არქიტექტურული ნაგებობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში. იგი კვლავ აღდგა და განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს. ყოველ ხუთშაბათს იმართება მხიარულების საღამოები(Noche de Verbena), სადაც აჩვენებენ ტრადიციულ ცეკვებს.

მასაიაში იმართება ყოველწლიური სან ხერონიმოს დღესასწაული. იგი კათოლიკური დღესასწაულია. მასაიელები განადიდებენ საკუთარ მფარველ წმინდან ხერონიმოს. დღესასწაულზე თავს იყრის უამრავი ადამიანი, მიუხედავად მათი რწმენისა და ეწყობა ხალხური ცეკვების ჩვენება და პროცესიები, როგორიცაა სატირულ-იუმორისტული წარმოდგენა-"Torovenado"- ადგილობრივ პოლიტიკურ ფიგურებზე. დღესასწაული ცნობილია მთელს ნიკარაგუაში. იგი გრძელდება სამი თვის განმავლობაში და უხვდაა დატვირთული ხალხური ელემენტებით.

ქალაქის ისტორიული ნაწილი გაშენებულია ფართო მოედნებით და დგას მე-16 საუკუნის ბაროკოს ტიპის ორი ეკლესია.

ვულკანი მასაია

მასაია რეგიონის ყველაზე მოქმედი ვულკანია. ფაქტობრივად იგი შედგება ორი ვულკანისგან:მასაიისა და ნინდირისგან, რომელთაც საერთო ჯამში ხუთი კრატერი აქვთ. ვულკანი პირველად ესპანელებმა აღწერეს 1524 წელს. მას შემდეგ მასაია ამოფრქვა 19-ჯერ. 1965-1979 წლებში მასაია შიცავადა ლავის ტბას. ვულკანი უკანასკნელად ამოიფრქვა 2003 წელს. მასაია ბაზალტური წარმოშობის ვულკანია, რადგან ამოფრქვევის დროს ფეთქდება. ქრისტეს შობამდე 4550 წლის ამოფრქვევა იყო უდიდესი ამეფქვევა დედამიწაზე უკანასკნელი 10, 000 წლის განმავლობაში.

აპოიოს ლაგუნა

მასაიის ჩრდილოეთით მდებარეობს შამქრალი ვულკანი აროიო. მის უზარმაზარ კრატერში კი დროთა განმავლობაში ტბა ჩამდგარა, რომელსაც აპოიოს ტბას უწოდებენ. მის ტერიტორიაზე მოწყობილია აპოიოს ტბის ბუნებრივი ნაკრძალი. აპოიოს კრატერის სიგანე არის 4 მილი, სიღრმე კი 656 ნაბიჯს უდრის. ტბა დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის. იქვე არის რამოდენიმე სასტუმრო და დასასვენებელი ცენტრი. ტბა გამოიყენება სათევზაოდ. ასევე ტბის ტერიტორია საინტერესოა კოლონიის პიროდამდე არსებული არქეოლოგიური ძეგლებით.

კოიოტეპე

კოიოტეპე არის ძველი ციხე, რომელიც გადაკეთდა მუზეუმად. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული ციხესიმაგრე არის მოწმე ნიკარაგუის ეროვნულ ჯარსა და ა.შ.შ-ს საზღვაო ჯარს შორის მომხდარი შეტაკებისა, 1912 წელს. სომოსამ დაასახლა იგი პატიმრებით, სადაც ტანჯავდნენ მათ de rigueur მეთოდით. ბენჯამენ სელედონი გარდაიცვალა ამ ადგილას.

ტყუპი ქალაქები


რესურსები ინტერნეტში