ხოსე სანტოს სელაია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ხელახლა არჩევა, არხის გაყვანის შესაძლებლობა და ა.შ.შ-ს გამოხმაურება==
შესაძლებლობა აეშენებინათ არხი ცენტრალურ ამერიკაში 1820-იანი წლებიდან მუდმივად საუბრის საგანი იყო. ნიკარაგუას ამ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რადაგნ მის ტერიტორიაზე უნდა გაევლო ამ არხს. როცა შეერთებულ შტატებს ჩაეშალა თავისი გეგმები პანამაში, სელაიამ დაიწყო მოლაპარაკებები [[გერმანია]]სთან(რომელიც ჩართული იყო ა.შ.შ-სთან ცივ ომში კარიბის სანაპიროს პორტებთან დაკავშირებით) და [[იაპონია]]სთან, არც თუ ისე დიდი სარგებლის საფასურად აეშენებინათ [[ნიკარაგუის არხი|არხი]] მის ქვეყანაში. თავზარდაცემულმა ამერიკამ, იმით, რომ შესაძლოა პრეზიდენტ სელაიას აეშენებინა [[პანამის არხი]]ს ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა, მონათლა იგი ტირანად, რადგან ა.შ.შ-ს ჰეგემონურ გეგმებს საფრთხე დაემუქრა.
 
ხოსე სელაიას ჰქონდა სურვილი კვლავ გაეერთიანებინა [[ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები]]. და იმედოვნებდა, რომ იგი გახდებოდა ამ გაერთიანების [[პრეზიდენტი]]. მისი მოწადინებით ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნების ლიბერალ ფედერალისტებს მიეცათ დახმარება. ამით იქმნებოდა საფრთხე იმისა, რომ დაიწყებოდა ომი მთელს ცენტრალურ ამერიკაში. ეს ყოველივე კი საფრთხეს უქადდა ა.შ.შ-ს ინტერესებს პანამის არხთან, ევროპის ქვეყნებს, როგორიც გერმანია იყო, საშუალებას აძლევდა ჩარეულიყო რეგიონში საკუთარი საბანკო სისტემის დასაცავად, ან სხვა შემთხვევაში მოითხოვდა მიწას.
 
სელაიას ადმინისტრაციას უთანხმოება ჰქონდა ა.შ.შ-ს მთავრობასთან, მაგალითად, როცა საფრანგეთის მთავრობამ ჰკითხა ა.შ.შ-ს მთავრობას ნიკარაგუისთვის მიცემული სახელმწიფო სესხი იქნებოდა თუ არა არამეგობრული სვლა შეერთებული შტატების მიმართ, მაშინ სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ეს მათთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. როცა უნდა გადაწყვეტილიყო პარიზის საფონდო ბორჟიდან გადარიცხავდნენ თუ არა სესხს ა.შ.შ-მ ნიკარაგუა იზოლაციაში მოაქცია. იგი ირწმუნებოდა, რომ თუ სელაია მიიღებდა სახსრებს, იგი მას დახარჯავდა სამხედრო მოზნებისთვის, რათა შეევიწროვებინა მისი მეზობლები და დაერღვია ცენტრალურ ამერიკაში სიმშვიდე. სახელმწიფო მდივანი ასევე ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ცენტრალურ ამერიკაში შეთანხმებული უნდა ყოფილიყო შეერთებულ შტატებთან.
 
ა.შ.შ-ს მთავრობამ დაიწყო დახმერაბის მიცემა ნიკარაგუის კონსერვატორი და ლიბერალი ოპონენტებისთვის, რომლებმაც [[1909]] წლის ოქტომბერში დაიწყეს აჯანყება. აჯანყებას გაუძღვა ლიბერალი გენერალი ხუან ესტრადა. ნიკარაგუამ გადაისროლა თავისი ჯარები [[კოსტა-რიკა]]ში, რათა ჩაეხშო ესტრადას პრო ამერიკული აჯანყება. ა.შ.შ-მ ეს მიიჩნია ესტრადას მიზნების შეურაცხყოფად და შეეცადა ეიძულებინა კოსტა-რიკა, ნიკარაგუის საწინააღმდეგოდ პირველი ნაბიჯები გადაედგა. კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა როკარდო ფერნანდეს გუარდიამ დაარწმუნა კალვო, რომ კოსტა-რიკა "არ უნდა წასულიყო ასეთ სარისკო ქმედებაზე, რისკენაც აგულიანებდა ვაშინგტონი". ეს "მიიჩნეოდა ვაშინგტონის შეთანხმების გამიზნულ წინააღმდეგობად და სასურველი იქნებოდა კოსტა-რიკას ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა." კოსტა-რიკის ოფიციალურმა პირებმა ცენტრალური ამერიკის მშვიდობისთვის ა.შ.შ. უფრო საზიანოდ და საშიშად მიიჩნიეს ვიდრე სელაიას ნიკარაგუა. მინისტრი ფერნანდეს გუარდია მოითხოვდა "ჩვენ ვერ გავიგეთ რა მიზნები უნდა ჰქონდეს ვაშინგტონს აქ, რომ კოსტა-რიკამ თავს იდოს დაუფარავი აგრესიით უპასუხოს ნიკარაგუას. ეს მაშინ, როცა დადებული გვაქვს 1907 წლის 29 დეკემბრის კონვენცია."
 
==ა.შ.შ-ს ოპერაცია ნიკარაგუაში==
სელაიას ადმინისტრაციამ დასაჯა დატყვევებული აჯანყებულები. მათ შორის იყო ორი ამერიკელი ვაჭარი. დეკემბრის დასაწყისში ა.შ.შ-ს მეზღვაურებმა დაიკავეს ბლუეფილდსის პორტი, იმ მიზეზით თითქოს დაეცვათ ნიკარაგუაში უცხო ქვეყნის მაცხოვრებლები. თუმცა, ეს ბაზა წარმატებით გამოიყენებოდა სელაიას მოწინაარმდეგეთა სამხედრო მხარდაჭერისთვის. [[1909]] წლის 17 დეკემბერს სელაიამ ძალაუფლება გადასცა [[ხოსე მადრისი|ხოსე მადრისს]] და ქვეყანა დატოვა.
 
 
1 295

რედაქტირება