Joomla: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ta:யூம்லா
No edit summary
ხაზი 27:
 
'''ჯუმლა''' (Joomla) არის უფასო და ღია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება ინტერნეტ-სივრცისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ ტიპის ვებ-გვერდის შექმნა (როგორც სოციალური ქსელის, ასევე უბრალო საინფორმაციო პორტალის), შიგთავსის რეგულარული განახლება (სპეციალური სამართავი პანელიდან) და სხვა. სისტემა შექმნილია ''ჯუმლას'' გუნდის მიერ.
 
 
== ისტორია ==
 
ჯუმლა პირველად აგებული იქნა 'მამბოს' სამართავი სისტემის მაგალითზე. ის გამოვიდა 2005 წლის 17 აგვისტოს. ამ დროისათვის 'მამბოს' ფლობდა Miro International Pvt Ltd, რომელმაც შექმნა კომერციული სექტორი, რომლის მიზანიც იყო 'მამბოს' დაფინანსება და მისი დაცვა სხვადასხვა სარჩელისგან. სამართავი სისტემის შემქმნელი გუნდი გაიყო, რადგან მასში სუფევდა უთანხმოება ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში. 2005 წლის 16 სექტემბერს გამოჩნდა ჯუმლა, რომელიც აგებული იყო 'მამბოზე', მაგრამ შეიცავდა ბევრ შესწორებას.
 
ჯუმლა, ისევე როგორც მისი წინამორბედი, კვლავ დარჩა ღია ტიპის კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფად, ისევე როგორც მისი ბევრი დამატებითი მოდული თუ კომპონენტი, თუმცა სხვადასხვა კომპონენტი და მოდული, რომელიც დღეს ჯუმლასთვის იქმნება, ფასიანიც არის.
 
გარდა ჯუმლას პოპულარული 1.0 ვერსიისა, რომელიც უფრო მეტად 'მამბოს' ეყრდნობა, ასევე არსებობს მისი მეორე განშტოება - ჯუმლას 1.5 ვერსია. პირველი ასეთი სერიიდან გამოვიდა 2008 წლის 22 იანვარს. მისი უკანასკნელი ვერსია (2009 წლის 22 ივლისი) არის 1.5.14. 2009 წლის ივნისი დასასრულს გამოჩნდა ჯუმლას 1.6 ვერსია, რომელიც დღესდღეობით ალფა-ტესტირების სტადიაში იმყოფება.
 
[[კატეგორია:ღია პროგრამული უზრუნველყოფა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Joomla“-დან