პეტრე ბაგრატიონი (მეცნიერი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბაგრატიონი, პეტრე''' რომანის (რევაზის) ძე (* [[12 სექტემბერი]], [[24 სექტემბერი]], [[1818]], [[ყიზლარი]] ― † [[17 იანვარი]],[[ 29 იანვარი]],[[ 1876]], [[პეტერბურგი]]), [[ქართველები | ქართველი]] მეცნიერი და ინჟინერი. გამოჩენილი მხედართმთავრის[[ ბაგრატიონი, პეტრე ივანეს ძე | პ.ბაგრატიონის]] ძმისწული. [[1827]] წელს მიაბარეს [[თბილისი | თბილისის]] კეთილშობილთა სასწავლებელში. [[1835]] გაამწესეს პეტერბურგის ლაიბ-გვარდიაში იუნკრად. [[1845]] დაინიშნა ჰერცოგ მაქსიმილიან ლოიხტენბერგის ადიუტანტად და 7 წელი ახლდა მას ევროპაში. ლოიხტენბერგის სიკვდილის შემდეგ ([[1851]]) ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა. [[1857]] ჩაირიცხა კავკასიის ესკადრონის ლაიბ-გვარდიაში და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. [[1862]] დაინიშნა ტვერის გუბერნატორად. [[1865]] მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო [[1870]] წელს დანიშნეს ბალტიისპირა ქვეყნების - ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის - გენერალ-გუბერნატორად.
 
[[1842]]-იდან ბაგრატიონმა დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა [[ფიზიკა | ფიზიკისა]] და [[ქიმია | ქიმიის]] დარგში. ექსპერიმენტული გამოკვლევებს იგი პეტერბურგის მევნიერებათა აკადემიის ფიზიკის კაბინეტში ატარებდა. გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენრი, რომელსაც მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა (1843, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიულეტენი; განმეორებით გამოვიდა [[ლონდონი | ლონდონსა]] და [[პარიზი |პარიზში]] [[1845]]). ამ ნაშრომში იხილავდა გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესებს. ბაგრატიონმა პირველმა აღმოაჩინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. [[1847]] წელს აღმოაჩინა მინერალ ორტიტის სახელობა, რომელსაც "ბაგრატიონი" უწოდეს.