მუდეხარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის დამატება: en:Mudéjar)
[[სურათი:Teruel - Torre de la catedral.JPG|thumb|[[ტერუელი]]: ტაძრის კოშკი, [[არაგონი]]ს მუდეხარის ათ მონუმენტთაგან ერთ-ერთი, [[იუნესკო]]ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.]]
'''მუდეხარი''' ([[ესპ.]] mudéjar, [[არაბული ენა|არაბულიდან]] {{lang-ar2|مدجّن}} [mudaǧǧan] — მოშინაურებული, შინაური) — მუსულმანური მოსახლეობა, რომელიც [[პირენეის ნახევარკუნძული|პირენეის ნახევარკუნძულზე]] დარჩა [[ესპანეთი]]ს მიერ [[არაბები]]ს განდევნის შემდეგ; ასევე თვითმყოფადი სტილი XII-XVI საუკუნეების ესპანეთის არქიტექტურაში, ფერწერასა და დეკორატიულ ხელოვნებაში (განსაკუთრებით [[არაგონი|არაგონსა]] და [[კასტილია]]ში), რომლებზეც ძლიერი გავლენა იქონია მავრიტანულმა გემოვნებამ და ხელოსნობამ.
 
1492 წლის იანვარში [[გრანადა|გრანადის]] დაცემის შემდეგ მუდეხარებმა გარკვეული დროით საკუთარი დამოუკიდებელი რელიგიური სტატუსი შეინარჩუნეს. თუმცა XVI საუკუნის შუა წლებში ისინი იძულებული იყვნენ [[ქრისტიანობა]]ზე გადასულიყვნენ. იმ დროიდან მათ მორისკოებს ეძახდნენ, ვინაიდან ეჭვები მათ სრულ მოქცევაზე მაინც რჩებოდა. 1610 წელს ისინი, ვინც უარი თქვა ქრისტიანობაზე გადასულიყო, ქვეყნიდან გააძევეს. გამორჩეული მუდეხარის სტილი დღემდე შესამჩნევია რეგიონულ არქიტექტურაში, მუსიკაში, ფერწერაში და ხელოსნობაში.
 
{{ესკიზი-ესპანეთი}}
[[კატეგორია:ესპანურიესპანეთის არქიტექტურა]]
[[კატეგორია:ესპანეთის ისტორია]]
[[კატეგორია:არქიტექტურული სტილები]]