რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
ყველაფერი რამენაირად უნდა დაიწყოს და ირბ-ის სახლიკაცებმაც დანარჩენი რაგბეთი ლხინზე დაპატიჟეს, წევრობა კი წვეულებს მერეღა უბოძეს. იმხანად რვა ბობოლიდან ერთს, სამხრეთ აფრიკას პოლიტიკურ მიზეზთა გამო ყადაღა ედო, რის გამოც მამებმა ბოკეს ნაცვლად "გამოსწორებული რასისტები", ზიმბაბვე ჩართეს დასში, გაუგებარ მიზეზთა გამო უარის მყოფი საბჭოეთის (საბჭოეთი მონაწილე 16-ეულში ეწერა, მაგრამ დასტურის გაგზავნის დრომ რომ მოატანა, სპორტ-კომიტეტმა ნაცადი ხრიკი მოიშველია, ესაო და საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად არ უნდა ეთამაშო არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკას, არამედ ყველას, ვისაც კი რასისტებთან ოდესმე (!) უბურთავიაო) ადგილი კი ერგო ფიჯის მეზობელს, კიდევ უფრო ციცქნა ტონგას.
 
თამაშები ავსტრალიის ორ და ზელანდიის ცხრა (!) ქალაქში მოეწყო. ოთხი 4-გუნდა პულიდან პლეი-ოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი. მეოთხედფინალში ყველა უძლიერესი უპრობლემოდ გავიდა. მათმათთან ერთდ მეოთხედფინალში გავიდა ფიჯიც.
 
სატურნირო ბადე ორგანიზატორებს ისე იყო ქონდათ დაგეგმილი, რომ თანა-მასპინძლები ერთმანეთს ფინალში, "იდენ პარკზე" უნდა შეხვედროდნენ. მაგრამ , რომ აქამდე საქმე ვერ არ მივიდა, რადგან იმ წელს ევროპული "ხუთი ერის" სლემით მომგებმა საფრანგეთმა [[სიდნეი]]ს გარეუბანში აშენებულ "კონკორდზე", შეჯიბრების საუკეთესო მატჩად აღიარებულ ნახევარფინალში, სულ ბოლოსღა, დაალელოვა ავსტრლია.
ოზებმა ამავე სცენარით მერე ბრინჯაოს მატჩიც ერთი ქულით წააგეს უელსთან, რაღაირადგან ბოლო 75 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდნენ. უელსელები კი მანამდე ნახევარფინალში სასტიკად მოისრნენ კივებთან.
ფინალში "ოლ ბლექსის" უპირატესობა უდაო იყო და მანაც მეთოდურად გამოუყვანა წირვა "ლე ბლეს".